მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

სასტუმროს ტიპის აპარტამენტები და საცხოვრებელი ბინები - რა კონცეფციას აერთიანებს „ეიკონ დეველოპმენტის“ პროექტი აბასთუმანში

news image
mbc image

„ეიკონ დეველოპმენტი“ სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში 2016 წლიდან საქმიანობს და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზეა ორიენტირებული. კომპანიის პორტფელშია ახალციხეში განხორციელებული საცხოვრებელი პროექტი და აბასთუმანში მდებარე კომპლექსი, რომელიც სასტუმროს ტიპის აპარტამენტებსა და საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. კომპანია ასევე მართავს ბარ-რესტორან „იფანს“.

მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ეიკონ დეველოპმენტის“ დირექტორს, გია პეტაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენი კომპანია 2016 წლიდან სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით საქმიანობს და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზეა ორიენტირებული. დაბა აბასთუმანში უკვე დასრულებული გვაქვს პროექტი, რომელიც აერთიანებს როგორც სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, ისე საცხოვრებელ ბინებს. ამასთან, აბასთუმანში ვმართავთ რესტორან „იფანსაც“.

როგორია მოთხოვნა კომპანიის პროექტებზე და რა ტენდენციები იკვეთება მომხმარებლის ინტერესის თვალსაზრისით?

პირველი პროექტი ახალციხეში განვახორციელეთ. მაშინ ბაზარზე ისეთი ვითარება იყო, რომ ბევრი მშენებლობა იწყებოდა, თუმცა პროექტები ბოლომდე არ სრულდებოდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ჩვენი საქმიანობის დაწყება. ახალციხეში ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც ამ მიმართულებით ოპერირებდა. აღნიშნულ ლოკაციაზე აშენებული 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინები სრულად გაყიდულია. ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე კომერციული ფართი და საპარკინგე ადგილი. მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და ინტერესი სტაბილურად იზრდება.

რით გამოირჩევა კომპანიის პროექტები და რა არის მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენებული და სრულად აღჭურვილი კომპლექსია. აპარტამენტები მაცხოვრებლებისთვის საჭირო ინვენტარითა და ნივთებით არის უზრუნველყოფილი. აბასთუმანში ჩვენი პროექტის მთავარი განმასხვავებელი კი ის არის, რომ კომპლექსი არა მხოლოდ სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, არამედ გასაყიდ საცხოვრებელ ბინებსაც აერთიანებს. კურორტზე, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად სასტუმროს ტიპის ობიექტები შენდება.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ და რომელ ბაზარზე აპირებთ საქმიანობის გაფართოებას?

სამომავლოდ კომპანიის საქმიანობის გაფართოებას ვგეგმავთ და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს განვიხილავთ. დიდი ალბათობით, შემდეგი პროექტი თბილისში განხორციელდება. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, განვაგრძოთ განვითარება და ბაზარს ხარისხიანი საცხოვრებელი პროექტები შევთავაზოთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასტუმროს ტიპის აპარტამენტები და საცხოვრებელი ბინები - რა კონცეფციას აერთიანებს „ეიკონ დეველოპმენტის“ პროექტი აბასთუმანში

30.10.2026.16:00

„ეიკონ დეველოპმენტი“ სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში 2016 წლიდან საქმიანობს და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზეა ორიენტირებული. კომპანიის პორტფელშია ახალციხეში განხორციელებული საცხოვრებელი პროექტი და აბასთუმანში მდებარე კომპლექსი, რომელიც სასტუმროს ტიპის აპარტამენტებსა და საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. კომპანია ასევე მართავს ბარ-რესტორან „იფანს“.

მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ეიკონ დეველოპმენტის“ დირექტორს, გია პეტაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენი კომპანია 2016 წლიდან სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით საქმიანობს და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზეა ორიენტირებული. დაბა აბასთუმანში უკვე დასრულებული გვაქვს პროექტი, რომელიც აერთიანებს როგორც სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, ისე საცხოვრებელ ბინებს. ამასთან, აბასთუმანში ვმართავთ რესტორან „იფანსაც“.

როგორია მოთხოვნა კომპანიის პროექტებზე და რა ტენდენციები იკვეთება მომხმარებლის ინტერესის თვალსაზრისით?

პირველი პროექტი ახალციხეში განვახორციელეთ. მაშინ ბაზარზე ისეთი ვითარება იყო, რომ ბევრი მშენებლობა იწყებოდა, თუმცა პროექტები ბოლომდე არ სრულდებოდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ჩვენი საქმიანობის დაწყება. ახალციხეში ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც ამ მიმართულებით ოპერირებდა. აღნიშნულ ლოკაციაზე აშენებული 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინები სრულად გაყიდულია. ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე კომერციული ფართი და საპარკინგე ადგილი. მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და ინტერესი სტაბილურად იზრდება.

რით გამოირჩევა კომპანიის პროექტები და რა არის მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენებული და სრულად აღჭურვილი კომპლექსია. აპარტამენტები მაცხოვრებლებისთვის საჭირო ინვენტარითა და ნივთებით არის უზრუნველყოფილი. აბასთუმანში ჩვენი პროექტის მთავარი განმასხვავებელი კი ის არის, რომ კომპლექსი არა მხოლოდ სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, არამედ გასაყიდ საცხოვრებელ ბინებსაც აერთიანებს. კურორტზე, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად სასტუმროს ტიპის ობიექტები შენდება.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ და რომელ ბაზარზე აპირებთ საქმიანობის გაფართოებას?

სამომავლოდ კომპანიის საქმიანობის გაფართოებას ვგეგმავთ და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს განვიხილავთ. დიდი ალბათობით, შემდეგი პროექტი თბილისში განხორციელდება. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, განვაგრძოთ განვითარება და ბაზარს ხარისხიანი საცხოვრებელი პროექტები შევთავაზოთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა