მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სასტუმროში წარმოდგენილია ხუთი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი და ბარი - „პარაგრაფ თბილისი“

news image
mbc image

საქართველოში პირველი, „The Luxury Collection”-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა, რომელიც Marriott International-ის ბრენდის ეგიდით დაიწყებს ოპერირებას. 

Luxury Collection-ის ბრენდი Marriot International-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდია, რომელიც გულისხმობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს როგორც კომფორტის, დიზაინის,  ხარისხის ასევე მომსახურების ნაწილში. 

როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროში განუცხადეს, „პარაგრაფ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი კატეგორიის 220 ოთახს პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა სახის რესტორნებს, 3 სართულზე განლაგებულ სპა ცენტრს, მულტიფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს და რაც ყველაზე მთავარია უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

„პარაგრაფ თბილისის“ სასტუმროს დიზაინზე ფრანგულმა კომპანია HAT Design Paris-მა იმუშავა, მათ  მიერ შექმნილი სასტუმროს ინტერიერი შთაგონებას საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობისა და ძირძველი ისტორიიდან იღებს.

სასტუმროს სხვადასხვა სივრცეში სტუმრებს დახვდებათ ვაზისა და თბილისის არქიტექტურით ნაკარნახევი დეტალები, ასევე ინტერიერის დიზაინში აქტიურად არის გამოყენებული ქართული სამოსელისთვის დამახასიათებელი ელემენტები და უნიკალური ქართული ორნამენტების ასლები.

პარაგრაფ თბილისის დიზაინი  ორგანულად ერწყმის თანამედროვე ესთეტიკას სასტუმროს საზოგადოებრივ სივრცეებსა და ოთახებში.

სასტუმროში წარმოდგენილია ხუთი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი და ბარი. ჩვენი ფრანგი შეფი სტეფან გორტინა, რომელსაც მიღებული აქვს მიშლენის ვარსკვლავი თავის გუნდთან ერთად პარაგრაფ თბილისის სტუმრებს  დაუვიწყარ კულინარიულ მოგზაურობაში გაუძღვება“, - განმარტავენ სასტუმროს ადმინისტრაციაში. 

3 სართულზე განლაგებული უმაღლესი კატეგორიის პარაგრაფ სპა, ბრიტანული ბრენდის “ESPA”-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

სპაში დამსვენებლებს დახვდებათ დახურული და ღია აუზი პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა ტიპის საუნები, ფიტნეს და იოგას დარბაზი, 5 მულტიფუნქციური საპროცედურო ოთახი-ინდივიდუალური ტერასით.

სპაში ასევე დაგხვდებათ სარელაქსაციო სივრცე, სპა კაფე და საქართველოში პირველი ინდივიდუალური მომზადების მაღალტექნოლოგიური “Prama“ სტუდია.

„The Luxury Collection” არის ბრენდი, რომელიც შედგება უმაღლესი ხარისხის სასტუმროებისა და კურორტებისგან, ის დამსვენებლებს უნიკალურ, ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც სტუმრებს ძვირფას და დაუვიწყარ მოგონებებს შეუქმნის.

„The Luxury Collection“ მოგზაურებისთვის არის დამაკავშირებელი ხიდი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და სასურველ ადგილებთან, 2023 წლის  ნოემბრიდან „The Luxury Collection”-ის სასტუმროების რუკაზე უკვე თბილისიც გამოჩნდა - „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel”-ის სახელით.

„პარაგრაფ თბილისი“ ტურიზმის განვითარების ფონდის, რიგით მეორე პარაგრაფის ბრენდის სასტუმროა შეკვეთილის შემდეგ.

„პარაგრაფ თბილისის“  საინვესტიციო ჯამური მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, სადაც დასაქმებულია  450 ადამიანი, უახლოეს მომავალში დაგეგმილია პარაგრაფის ქოლგის ქვეშ კიდევ არა ერთი გამორჩეული სასტუმროს გახსნა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა