სათამაშოებისა და ტანსაცმლის ქართული ბრენდის „ჰენდიკრაფტის“ ნაწარმი Amazon-ზე იყიდება
საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი „ჰენდიკრაფტის“ ნაწარმი Amazon-ზე იყიდება.
როგორც Busness Insider Georgia-ს „ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელმა თამარ კობახიძემ განუცხადა, რომ დაახლოებით 7 თვეა კომპანია Amazon-ზეა წარმოდგენილი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გეგმავს განვითარებას.
„ჩვენი მიზანია „ჰენდიკრაფტის“ კიდევ უფრო მეტი პროდუქტი მოხვდეს ამაზონზე. რამდენიმე პროდუქტი დამატებულია, ეტაპობრივად იყიდება. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განვვითარდეთ და მრავალფეროვნება შევიტანოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თამარ კობახიძემ.
ამ დროისთვის, Amazon-ზე იყიდება კომპანია „ჰენდიკრაფტის“ სათამაშო ინტერაქტიური ხელთათმანი, რომლითაც ბავშვებსა და მშობლებს შორის ინტერაქციის დამყარებაა შესაძლებელი.
„ეს ხელთათმანი მოიცავს სამი გოჭის ზღაპარს. არიან სხვა გმირებიც და ზღაპრის გაგრძელება ინტერპრეტაციის მიხედვით არის შესაძლებელი. 14 ფიგურაა ამ სათამაშოზე განთავსებული და არჩევანის გაკეთება, თუ როგორ გაგრძელდება ზღაპარი, ბავშვს და მშობელს შეუძლიათ“, - ამბობს ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელი.
კომპანია მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები წლიდან-წლამდე მზარდია.
„ჩვენი პროდუქციის გაყიდვები მზარდია კორპორაციული და B2B სექტორისთვის. არის რამდენიმე ლოკაცია ,სადაც ჩვენს მიერ წარმოებული თეთრეული და საძილე ტომრები იყიდება. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, აქ იმპორტს ვერ ვუწევთ კონკურენციას, რადგან ფასები დაბალია. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და ამიტომ Amazon-ზე ვგეგმავთ გაყიდვებისა და ასორტიმენტის გაზრდას“, - ამბობს მეწარმე.
როგორც თამარ კობახიძე ამბობს Amazon-ზე გაყიდვებს სწრაფად ვერ ზრდიან, რადგან მათი პროდუქცია სათამაშოებია და სერტიფიცირებას საჭიროებს, რაც ხანგრძლივი პროცესია.
„ჰენდიკრაფტი“ ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საწარმოში ამ დროისთვის დასაქმებულია 5 ადამიანი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.