სატყეო სისტემების მართვისთვის 2024 წლის ბიუჯეტში ₾35 მილიონია გათვალისწინებული
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულების დაფინანსებაზე.
მისი თქმით, 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე დაიხარჯება 650 მლნ ლარი, მათ შორის, მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროგრამებისათვის 450 მლნ ლარი. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, გათვალისწინებულია:
• გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის დაფინანსების გასამმაგება;
• ადრეული გაფრთხილებისა და პრევენციის შესაძლებლობები გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია
დამატებითი მეტეოროლოგიური სადგურების შეძენა-მონტაჟი; მყინვარულ ხეობებში შესაძლო ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების დეტალური შეფასება და ქვეყნის მასშტაბით მსხვილი მეწყრული უბნების გეოლოგიური კვლევა და თანამედროვე მონიტორინგის სისტემის ინსტალირება (24 მლნ ლარი);
• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ღონისძიებების დაფინანსება - 29 მლნ ლარით;
• სატყეო სისტემების მართვისთვის - 35 მლნ ლარი;
• დაცული ტერიტორიების მართვისთვის - 20 მლნ ლარი;
• მყარი ნარჩენების მართვისთვის - 88 მლნ ლარი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.