მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

საცალო მიმართულებით 3 000 მ² ობიექტი გავხსენით ერევანში და უფრო მეტად გავაფართოვეთ საერთაშორისო მიმართულება - სომხეთის გარდა აქტიურობა დავიწყეთ აზერბაიჯანშიც l „გორგიას“ გენერალური დირექტორი

news image
mbc image

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  „გორგიას“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა განაცხადა. მისი თქმით, 2026 წლის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში

„2025 წელი „გორგიასთვის“ იყო ისტორიული, რადგან ჩვენ საცალო მიმართულებით 3 000 კვ/მ ობიექტი გავხსენით ერევანში და უფრო მეტად გავაფართოვეთ საერთაშორისო მიმართულება. სომხეთის გარდა აქტიურობა დავიწყეთ აზერბაიჯანშიც და ეს ორი მიმართულება „გორგიასთვის“ 2025 წელს ყველაზე პრიორიტეტული იყო.

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტული ზრდა გვქონდა

2026 წლისთვის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში. ჩვენ რამდენიმე ობიექტს დავამატებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თბილისში კიდევ ერთი ობიექტის დამატებაზე. ასევე უახლოეს პერიოდში გავხსნით ჩვენს ჰიპერმარკეტს ფოთში. თბილისში მალე გვექნება - გლდანში  „სითი მოლის“ რემონტის გამო დაკეტილი იყო ჩვენი ობიექტი და ამ ობიექტს ახლიდან გავხსნით. შესაბამისად 2026 წელს თბილისში 2 ობიექტი დაგვემატება. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ორ სხვადასხვა ქალაქში ობიექტის გახსნაზე, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ“, - განმარტავს თორნიკე გურული.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის

11.06.2026.15:32

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი - თბილისი - ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა