მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 63.8 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 

2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (0.9 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.9 პროცენტი).

2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 4.8 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 5.5 პროცენტით.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, ქ.თბილისში.

ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. RPPI გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

1. უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და რისკების შესაფასებლად;
2. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებსა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების დასადგენად და მათ შესაფასებლად.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიაა - Euromoney

23.10.2026.13:12

გალტ & თაგარტი საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, Markets Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანია“ (Georgia’s Best Broker).

გამარჯვებულები კვლევის კომპლექსური პროცესის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც მოიცავდა კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების შეფასებას, ბაზრის კვლევას, ბაზრის მონაწილეებთან ინტერვიუებსა და დამოუკიდებელ ანალიზს.

გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურება მომხმარებლებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე არსებულ მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს. მომსახურება აერთიანებს გლობალურ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, ადგილობრივ და რეგიონულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, პერსონალიზებულ მომსახურებასა და ინვესტირების მოქნილ გზებს.

კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 50-ზე მეტ საერთაშორისო ბაზარზე 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე მიიღონ წვდომა და საკუთარი საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დივერსიფიცირებული პორტფელი შექმნან. ამასთან, გალტ & თაგარტი მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, მათ შორის, ადგილობრივ ობლიგაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთი პლატფორმის მეშვეობით ისარგებლონ როგორც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტებით, ისე ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების შესაძლებლობებით. Euromoney Markets Awards-ის ფარგლებში მიღებული აღიარება ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი საბროკერო მომსახურების შეთავაზების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევაში დაეხმარება“, განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ გაიგეთ მეტი:

https://galtandtaggart.com/ka/brokerage

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა