საცურაო აუზის ფასები თბილისში
თუ ზაფხულში დედაქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, მაგრამ ბუნებრივი რუჯი გჭირდებათ, აუზები ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა. ირკვევა, რომ თბილისში აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ტარიფები 20 ლარიდან იწყება. გთავაზობთ, თბილისში მდებარე რამდენიმე აუზის მომსახურების ტარიფებს:
სპორტკომპლექს არენაზე აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 22 ლარია. 1-თვიანი აბონიმენტის ღირებულება კი 222 ლარი. 1-თვიანი აბონიმენტის ღირებულება მხოლოდ შაბათ-კვირას -111 ლარია. ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით კი 171 ლარი. რაც შეხება 3-თვიან აბონიმენტს, მისი ღირებულება 555 ლარია, 6-თვიანის 999 ლარი, ხოლო 1-წლიანის 1777 ლარი.
კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი/krtsanisi Residence Complex
აუზზე 1-დღიანი აბონიმენტის ფასი სამუშაო დღეებში 70 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას 90 ლარი. 1 თვიანი აბონიმენტის ღირებულება 750 ლარს შეადგენს.
ოლიმპიური აუზი მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან აბონიმენტებს სთავაზობს. აუზზე 8 ვიზიტი (07:00 - 23:00 საათები) ნებისმიერ დღეს 245 ლარი ღირს, ორშაბათი-პარასკევის პერიოდში კი 230 ლარი. 16 ვიზიტი (07:00 - 23:00 საათები) ნებისმიერ დღეს 310 ლარია, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი 275 ლარი. 20 ვიზიტის (07:00 - 23:00 საათები) ფასი კვირის ნებისმიერ დღეს 315 ლარია, ხოლო სამუშაო დღეები კი 285 ლარი.
1-თვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასი 330 ლარია, 2 თვიანის 590 ლარი, 3 თვიანის 830 ლარი, ხოლო 4 თვიანის 1020 ლარი.
აუზი ივერია თემქაზე მდებარეობს, თბილისის ზღვის მარცხენა სანაპიროზე. ორშაბათი-პარასკევის ჩავლით აუზზე ერთჯერადად შესვლა 20 ლარი ღირს, ხოლო შაბათ-კვირას 25 ლარი.
თვიური აბონიმენტები ივერიას არ აქვს.
ჭავჭავაძეზე მდებარე სპორტ-კომპლექს ნეპტუნში ერთჯერადი ვიზიტი 70 ლარი ღირს ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ფასია 420 ლარი. აუზზე თვეში 12 ვიზიტი 370 ლარი ღირს, ხოლო 8 ვიზიტი 320 ლარი.
თბილისი ტერასას აუზზე ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით ერთჯერადი ვიზიტის ფასი 30 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას 35 ლარი. ერთ თვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასი კი 450 ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.