მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საწვავის ფასდაკლება კვირაში ორჯერ - რას სთავაზობს „პორტალი“ მომხმარებლებს

news image
mbc image

ნავთობპროდუქტების იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანია „პორტალი“ მომხმარებლებისთვის კვირის განმავლობაში რამდენიმე ფასდაკლების აქციას ახორციელებს. მომხმარებლის ლოიალობა და მათთვის კომფორტული სერვისის შექმნა „პორტალისთვის“ სტრატეგიული მიმართულებაა. 

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინუცა ლოთიკაშვილმა Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, ფასდაკლებები ყოველ კვირა დღესა და ოთხშაბათს მოქმედებს.

„ჩვენ გვაქვს კვირა დღის აქცია, რაც არის ჩვენი მუდმივი აქცია და ყოველ კვირა დღეს ვრცელდება ყველა პროდუქტზე. აქციის ფარგლებში კვირა დღეს საიტზე განთავსებულ ქსელის ფასებს - ყველა პროდუქტს აკლდება 10 თეთრი.

გვაქვს ასევე ოთხშაბათობით აქცია „ევრო რეგულარზე“, რომლის ფარგლებშიც პროდუქტის ფასს აკლდება 10 თეთრი. 

სწორედ იმისთვის არსებობს აქციის დღეები, რომ მომხმარებლები მოვიზიდოთ და ჩვენი მომხმარებლებიც საკმაოდ აქტიურობენ“, - აცხადებს ნინუცა ლოთიკაშვილი.

„პორტალი“ ქსელის გაფართოებასაც ინტენსიურად აგრძელებს და ცდილობს, რომ დაფარვის ზონა მაქსიმალურად გააფართოოს.

„წლის ბოლომდე ქსელის გაფართოება გვაქვს დაგეგმილი და რამდენიმე ავტოგასამართ სადგურს დავამატებთ“, - ამბობს „პორტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ამ დროისათვის „პორტალი“ 45 ბენზინგასამართ სადგურს აერთიანებს.

შპს „პორტალი“ საქართველოში წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც უწევს კონტრაქტორ კომპანიებს ყველა სახის ლოჯისტიკურ  მომსახურებას (ადგილზე მიტანა, ადგილზე ბუნკირება, საწვავის ყიდვა-გაყიდვა). კომპანია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ახდენს საწვავის საბითუმო რეალიზაციას კონკურენტულ ფასად.

კომპანიას კუთვნილებაში აქვს 21 000 000 ლიტრიანი ნავთობტერმინალი  აღმოსავლეთ საქართველოში (ვაზიანი) და სარგებლობს 16 000 000 ლიტრიანი ნავთობტერმინალით დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისი), რაც განაპირობებს  მომხმარებლის სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას, მარაგების უწყვეტ რეჟიმში ყოფნას. „პორტალს“ ასევე გააჩნია 20 ერთეულამდე ბენზინმზიდი - ტევადობით 5000 ლიტრიდან –  40 000 ლიტრამდე.

დღეის მდგომარეობით, შპს "პორტალს" ჰყავს 300-მდე პარტნიორი კომპანია რომელსაც ამარაგებს საწვავით. ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას საწვავის ხარისხსა და მომსახურებაზე.

„პორტალი“ საკუთარ  მომხმარებელს სთავაზობს საწვავს, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა