მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საუდის არაბეთის საინვესტიციო პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანი ვიზიტი გვქონდა, რომელიც UNWTO-ს გენერალური მდივნის მხარდაჭერით განხორციელდა - მიხეილ ხიდურელი

news image
mbc image

საუდის არაბეთი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საინვესტიციო და სავაჭრო მიმართულებით და მზად ვართ, „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, არაბულ მხარესთან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყოთ, - ამის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საუდის არაბეთში, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

კონფერენციის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, მათ შორის საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰდას, არაბულ მსხვილ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს, საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობა და უცხოელი ინვესტორებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო.

მიხეილ ხიდურელის თქმით, შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში.

„საუდის არაბეთი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა. წლების განმავლობაში საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის საგრძნობლად გაიზარდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა, თუმცა კვლავაც არსებობს საკმაოდ დიდი პოტენციალი არაბული ინვესტიციების მოზიდვის.

სწორედ ამიტომ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მსოფლიო ტურიზმის დღის კონფერენციის ფარგლებში, ჩვენ საკმაოდ მაღალი რანგის შეხვედრები გავმართეთ, მათ შორის საუდის არაბეთის ინვესტიციის მინისტრთან, რომელსაც დეტალურად გავაცანით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. ასევე შევხვდით მსხვილ კომპანიებს ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორიდან. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში თანამშრომლობის აქტიურ ფაზაზე გადავალთ" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა