მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

news image
mbc image

ავტომობილების გაქირავების კომპანია Europcar Georgia-მ საერთაშორისო ჯილდო, World Luxury Travel Awards უკვე მეოთხედ მოიპოვა, ნომინაციაში „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“. Europcar Georgia-სთვის ეს შედეგი უფრო მეტია, ვიდრე მორიგი წარმატება - ის ადასტურებს, რომ ბრენდი მომსახურების მაღალ დონეს სტაბილურად ინარჩუნებს და მომხმარებლები კომპანიას ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ენდობიან.

ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: „ეს არის აღიარება საერთაშორისო მომხმარებლებისგან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა რაღაცას ვქმნით, გვინდა, რომ მომხმარებლის შეფასებაც საუკეთესო იყოს, და ეს ჯილდო სწორედ ამას ადასტურებს. გამარჯვებასთან ერთად, გაცილებით იზრდება პასუხისმგებლობა, რადგან შემდეგი წელი წინაზე უკეთესი უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შრომა, რომელსაც Europcar Georgia-ს თითოეული თანამშრომელი განვითარებასა და წინსვლაში ვდებთ, ფასდება.

მომსახურების მაღალ ხარისხს კომპანია, პირველ რიგში, გუნდის განვითარებით ინარჩუნებს. თანამშრომლებისთვის ხშირად იმართება ტრენინგები მომსახურების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მთელი წლის განმავლობაში იმდენ მომხმარებელთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ეს თავისთავად დიდ გამოცდილებას გვძენს. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული თანამშრომელი თავისი ცოდნით მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას სთავაზობდეს და ჰქონდეს მოტივაცია, რომ ყოველდღე იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინ“.

World Luxury Travel Awards-ის ამ ნომინაციაში გამარჯვებულს მომხმარებლები ასახელებენ. შეფასებისას ჯამდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჯავშნების მომხმარებლების აზრი, გამარჯვებული კი ქულების მიხედვით ვლინდება. საუკეთესო შეირჩევა ქვეყნების მიხედვით და გამოკითხვაში თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდი მონაწილეობს.

„რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია: პერსონალის მომსახურება, ანუ სერვისის დონე, ავტომობილის მდგომარეობა და დროის დაზოგვა ავტომობილის აყვანისას და ჩაბარებისას“, - განმარტავს ნინო პატარაია.

გასულ წელს Europcar Georgia-მ მომსახურების პროცესი დახვეწა. კომპანიამ დანერგა ონლაინპლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ონლაინჯავშანს სწრაფი რეაგირების გუნდთან აკავშირებს. შედეგად, ავტომობილის გაცემა-დაბრუნების მომსახურებისთვის საჭირო დრო შემცირდა.

განახლდა ავტოპარკიც - Europcar Georgia-ს პორტფელს დაემატა ის მოდელები, რომლებზედაც მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილები.

გარდა ამისა, მართალია, World Luxury Travel Awards ავტოგაქირავების მომსახურებას აფასებს, თუმცა Europcar Georgia-ს საქმიანობის დაახლოებით 80–85%-ს კორპორაციული მიმართულება, საოპერაციო ლიზინგი/ფლიტ მენეჯმენტი შეადგენს. ამ სეგმენტში კომპანია ელექტრომობილებითაც არის წარმოდგენილი და გარემოზე ზრუნვას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.

რაც შეეხება კონკურსს, World Luxury Travel Awards, რომელსაც „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან.

Europcar ავტოგაქირავების ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში კი მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა ჰოლდინგია“.

ამჟამად Europcar Georgia საქართველოში, 3 ქალაქში, 4 ფილიალით არის წარმოდგენილი - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს ის ქალაქებია, სადაც საერთაშორისო ფრენები სრულდება. გარდა ამისა, ოპერირებს სომხეთსა და უზბეკეთშიც. მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასთან ერთად, სამომავლოდ კომპანია ავტოპარკის, მასშტაბისა და გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა

13.11.2026.17:33

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.

ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა