„საუკეთესო ქართული საჩუქარი“ - როგორია Emocia Wines-ის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები
Emocia Wines • ღვინის ემოცია-მ საქმიანობა ყურძნის ბროშის წარმოებით დაიწყო, ეტაპობრივად ასორტიმენტი გაზარდა და დღეს კომპანია საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რომ „ღვინის ემოცია“ საუკეთესო ქართული საჩუქრების მაღაზია გახდეს.
„ყველაფერი დაიწყო ყურძნის ბროშებით. პირველი ბროში სასტუმრო Radisson-ში იყიდა ერთ-ერთმა ცნობილმა დიპლომატმა. როდესაც მან ეს ბროში გაიკეთა, შემდგომ ჩამოყალიბდა ისე, რომ ყველა ცნობილი სახე, ელჩები, დიპლომატები ასეთ ბროშს ყიდულობდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით საქართველოში მოღვაწე ქალბატონ ელჩებს და ქართველ ელჩებს საზღვარგარეთ, თითქმის ყველას, აქვს ჩვენი ბროში. შემდგომ შეიქმნა სუვენირები. ვინც საქართველოში ჩამოდის ან ჩვენგან მიდის დელეგაცია, ყველას მიაქვს ჩვენი სუვენირი. ასევე, გვაქვს ბრინჯაოს მიმართულებით სამკაული, რომელიც არის ქვევრი, საქართველო და ვაზის ფოთოლი. ესეც სიმბოლურია, რომელსაც თავისი ხის ზარდახშა მოჰყვება, ასევე აქვს პასპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ პასპორტებში წერია საქართველოზე ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები. მაგალითად, აღნიშნულია, რომ 8000 წელია ღვინის სამშობლო ვართ, 525-ზე მეტი ჯიშის ყურძენი გვაქვს, „ჩაკრულო“, რომ კოსმოსში გაიგზავნა და სხვა. რაც ჩვენზე ადამიანს წარმოდგენას სწრაფად უქმნის. ამიტომ ვამბობთ, რომ გარკვეულწილად ელჩები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა საუკეთესო კუთხით დავანახოთ უცხოელებსაც. გარდა ამისა, გვაქვს ასევე აბრეშუმის შარფები, რომელზეც არის გამოსახული გაყინული ღვინის წვეთი მიკროსკოპის ქვეშ პოლარიზებული ნათებით, რომელიც არის სულ სხვა ფერი და სხვანაირად ბზინავს - ეს პრინტია გადმოტანილი. მსგავი შარფი არსად არ არის. ეს არის ჩვენი კრეატივის ნიმუში და მხოლოდ ჩვენთან იყიდება, ასევე გვაქვს ღვინის დეგუსტაციის ჩანთა - ნახატი, რომელზეც არის ალაზნის ველის და კავკასიონის ეპიზოდი, ვენახის ეპიზოდი. მოჰყვება 2 ღვინის ბოკალი საკმაოდ კარგი ხარისხის დეგუსტაციისთვის. ასევე, გვაქვს მაისურები და ჩანთები, სადაც ღვინის კრისტალების პრინტით საქართველოსა და ქვევრის ფორმებია გადატანილი. ვგეგმავთ, გავაკეთოთ სხვადასხვა პროდუქტები ღვინის თემატიკით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ შეფუთვას და პასპორტს იმიტომ რომ პირველი ემოცია იწყება შეფუთვიდან“, - აღნიშნავს თამარ აბულაძე.
კომპანიის მთავარ უპირატესობად დამფუძნებელი მომხმარებლებისადმი დამოკიდებულებას, გულწრფელობას, კრეატივსა და ხარისხს მიიჩნევს.
„ყველაფერი თავიდან ისე დაიწყო, რომ ემოციით შექმნილი ბიზნესი იყო - ამიტომ ჰქვია „ღვინის ემოცია“. ძალიან გვიყარს ჩვენი მომხმარებელი და ძალიან დიდ პატივს ვცემთ მათ, მუდამ ვზრუნავთ იმაზე თუ რა მოეწონებათ, რა ესიამოვნებათ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ეს მოპყრობა, ურთიერთობა და დამოკიდებულებაა მომხმარებლის მიმართ. დღეს მომსახურების სფერო არ გამოირჩევა მაღალი დონის სერვისით, ვიტყოდი მე თვითონ როგორც მომხმარებელი. ჩვენთვის მომხმარებელი არის ყოველთვის მართალი. თუმცა 5 წლიანი ოპერირების ფარგლებში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს არ გვქონია კონფლიქტური სიტუაცია მომხმარებელთან. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა. მეორე არის გულწრფელობა, ყოველთვის ვართ მართლები იმ მიმართებაში რომ რეალურად იმაზე ნაკლებს არ იღებს მომხმარებელი. პირიქით, სულ გვწერენ, რომ მოლოდინს გადააჭარბა და რეალურად
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.