საუკეთესო ხარისხის ხმოვანი კავშირი სელფისგან
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო კომუნიკაციით. 5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, სელფი მობაილმა დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით გახორციელებისთვის. სელფის ქსელში VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და იმავდროულად მობილური ინტერნეტით სარგებლობა.
ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო კომუნიკაციას. ინტერნეტის უწყვეტი გამოყენება ზარების მიმდინარეობისას, VoLTE -ს მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
VoLTE სელფის ქსელში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი iOS ტექნოლოგიის სმარტფონებზე, რის შემდეგაც ის ასევე ჩაირთვება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც.
VoLTE-სთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: სატელეფონო ცენტრში 110101 (სელფიდან); +995 32 2200611 სხვა ქსელებიდან; ასევე ონლაინ ჩატში
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.