საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საერთაშორისო ფინანსური გამოცემის Global Finance-ის 2026 წლის Digital Bank Awards-ის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ექვსი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.
Global Finance-ის Digital Bank Awards მსოფლიოს მასშტაბით ბანკების ციფრულ ინოვაციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს ყოველწლიურად აფასებს. 2026 წელს გამოცემამ გამარჯვებულები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინა.
ლიბერთის მობაილ ბანკი საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობაილბანკად (Best Mobile Banking App – Georgia) დასახელდა.
კორპორატიული ციფრული ბანკინგის (Corporate Digital Banking) მიმართულებით, ლიბერთიმ მიიღო შემდეგი ჯილდოები:
• საუკეთესო ციფრული საბანკო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (Best Online Treasury & Cash Management Services Central & Eastern Europe)
• საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში (Best Online Treasury & Cash Management Services – Georgia)
• საუკეთესო საბანკო მომსახურება მიკრო და მცირე ბიზნესისთვის / საუკეთესო ბიზნეს ციფრული სერვისები საქართველოში (Best SME Banking/SME Platform – Georgia)
ლიბერთი ასევე სოციალური და საზოგადოებრივი საბანკო მომსახურების ნომინაციაში, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასევე საქართველოში (Social & Community Banking) საუკეთესო ბანკად დასახელდა.
„Global Finance-ის მიერ მიღებული ჯილდოები, ლიბერთის ციფრული განვითარების სტრატეგიის საერთაშორისო აღიარებაა. მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული ციფრული საბანკო სერვისების, ასევე ბიზნესისთვის თანამედროვე ციფრული პლატფორმებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების განვითარება, ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომავალშიც გააგრძელებს ციფრული ბანკინგის ტრანსფორმაციას. თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული პლატფორმების განვითარება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის საბანკო სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისკენ იქნება მიმართული“ - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
LESSISMORE - ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელიც უნიკალურ დიზაინს, საიუველირო ოსტატობასა და კულტურულ იდენტობას აერთიანებს
12.11.2026.12:00
LESSISMORE ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის ასორტიმენტში შედის ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები, მინანქრის კომპოზიციები და სასაჩუქრე სუვენირები. ბრენდი ასევე ქმნის ინდივიდუალური დიზაინისა და კორპორატიულ იდენტობაზე მორგებულ ნაკეთობებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia LESSISMORE-ის წარმომადგენელს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
LESSISMORE ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც 2025 წელს შეიქმნა, თუმცა მისი იდეა გაცილებით ადრე, საიუველირო ხელოვნებისადმი საერთო ინტერესისა და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე დაიბადა. LESSISMORE-ის ფილოსოფია ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, თითოეული ნაკეთობის შექმნისას განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა კონცეფციას, ფორმას და შესრულების ხარისხს.

Lessismore-ის საქმიანობა მოიცავს უნიკალური დიზაინის ხელნაკეთი სამკაულების, მინანქრის მხატვრული კომპოზიციების, გულსაბნევების, პინებისა და სასაჩუქრე სუვენირების წარმოებას. მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც ინდივიდუალური დიზაინის, ისე კონკრეტული ბრენდის იდენტობაზე მორგებულ უნიკალურ ნაკეთობების შექმნას. ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წარმოების პროცესში ჩართული იუველირებისა და დარგის ოსტატების პროფესიული გამოცდილებაა. ეს გამოცდილება, გამორჩეულ დიზაინთან და ტექნიკურ სიზუსტესთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ პროდუქცია, რომელშიც მხატვრული ხედვა და ხარისხიანი შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია.
როგორია LESSISMORE-ის მიმდინარე ასორტიმენტი? რომელ კოლექციებსა თუ პროდუქტებზეა მომხმარებელთა მოთხოვნა ყველაზე მაღალი?
LESSISMORE-ის ასორტიმენტში შედის 10-მდე კოლექცია: ბეჭდები, საყურეები, გულსაბნევები, ყელსაბამები, სამაჯურები, მინანქრის კომპოზიციები და ახლა უკვე სუვენირებიც. პროდუქცია განკუთვნილია მომხმარებლისთვის, რომელიც აფასებს ორიგინალურ დიზაინს, ხელნაკეთ ოსტატობასა და დეტალების მაღალ ხარისხს. მოთხოვნა არის როგორც ინდივიდუალურად, ასევე კორპორატიული კლიენტებისგან, ხშირია უცხოელი მომხმარებლებიც. უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი კოლექციის წარდგენა. კოლექციაზე ბოლო ერთი წელია ვმუშაობთ. მისი კონცეფცია ქართულ ისტორიულ ორნამენტიკას ეფუძნება, რომელიც ჩვენი ხედვითა და ინტერპრეტაციით ახალ მხატვრულ ფორმას იძენს. ჩვენი მიზანია, ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე დიზაინთან გავაერთიანოთ და ტრადიციული ორნამენტების ესთეტიკა თანამედროვე სამკაულის ენით გადმოვცეთ.

რა არის LESSISMORE-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რით გამოირჩევა თქვენი სამკაულები ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან?
LESSISMORE-ის სახელწოდება გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას, რომ ნამდვილი ღირებულება სიმარტივეშია, რადგან ხშირად სწორედ მარტივ დეტალებში იმალება ყველაზე მეტი სილამაზე, ემოცია და ცხოვრების სიხარული. სამკაული მხოლოდ ვიზუალური აქსესუარი არ არის, ის ემოციის, განწყობისა და თვითგამოხატვის ნაწილია. გვინდა, რომ თითოეული ჩვენი ნამუშევარი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ განცდასთან, სიხარულთან და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდებოდეს.

მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური დიზაინის, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებისა და ხელნაკეთი წარმოების ერთიანობაა. თითოეული ნაკეთობა კონკრეტული იდეიდან და მხატვრული კონცეფციიდან იწყება, რასაც მოჰყვება ფორმის, მასალებისა და ტექნიკური გადაწყვეტების შერჩევა. წარმოების პროცესში ჩართული იუველირებისა და დარგის ოსტატების ცოდნა საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ დეტალებს, ტექნიკურ სიზუსტესა და საბოლოო შედეგს. ხელნაკეთი წარმოებისას თითოეული ნივთი ინდივიდუალურად იქმნება, რაც მას საკუთარ ხასიათსა და გამორჩეულობას ანიჭებს. მოქნილი წარმოება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც მზა კოლექციები, ისე ინდივიდუალურად სამკაულის დამზადება. კორპორატიულ მიმართულებაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ნივთის დიზაინი კონკრეტული კომპანიის ვიზუალურ იდენტობას, ღირებულებებსა და საჭიროებებს ერგება. LESSISMORE-ის პოზიციონირება ხელნაკეთი სამკაულების მიმართულებით გააზრებული არჩევანია. ჩვენ არ ვცდილობთ მასობრივი ბაზრისთვის უნივერსალური პროდუქტის შექმნას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამკაული მათთვის, ვინც ეძებს განსხვავებულ დიზაინს, აფასებს მაღალ ხარისხს და სურს, ატაროს ნივთი, რომელსაც საკუთარი ისტორია და ინდივიდუალური ხასიათი აქვს.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? აპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას, გაყიდვების ახალი არხების განვითარებას ან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას?
LESSISMORE-ის გრძელვადიანი მიზანია, ჩამოყალიბდეს თანამედროვე ქართული სამკაულის გამორჩეულ და ცნობად ბრენდად, რომელიც საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

სამომავლოდ ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ეს კონცეფცია, გავაფართოოთ კოლექციები, შევქმნათ ახალი, გამორჩეული დიზაინერული ნამუშევრები. ამასთანავე, ვგეგმავთ გაყიდვების ახალი არხების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ეტაპობრივად დამკვიდრებას. საერთაშორისო გაფართოებასთან ერთად გვინდა შევინარჩუნოთ ხელნაკეთი ოსტატობა, ხარისხის მაღალი სტანდარტი და კულტურული იდენტობა, რომლებიც LESSISMORE-ის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენი ამბიციაა, საქართველოდან შევქმნათ თანამედროვე სამკაულისა და სასაჩუქრე სუვენირების ბრენდი საკუთარი, ამოსაცნობი ვიზუალური ენით, რომელიც საერთაშორისო საიუველირო ბაზარზე ქართული დიზაინისა და ხელოვნების ღირსეული წარმომადგენელი იქნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს შეუძლიათ ეწვიონ - https://lessismore.ge/.