მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო

news image
mbc image

ადამიანები ცხოვრების 90%-მდე დროს შენობების შიგნით ატარებენ და გარე სამყაროს სწორედ ფანჯრებიდან აღიქვამენ. თუმცა იმაზე, თუ რა „ჩარჩოში“ ხედავენ ამ სამყაროს, იშვიათად ფიქრობენ. სწორედ ამ სტატისტიკურ მონაცემს დაეფუძნა Steelcraft-ის ახალი კრეატიული კამპანია, რომელიც კრეატიულ სააგენტო Quick-თან კოლაბორაციით მომზადდა. „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - ამ სლოგანით კომპანია საზოგადოებას პოლონური ბრენდის Aluprof-ის პროდუქტებს: ფასადებსა და ალუმინის სისტემებს უფრო ახლოს აცნობს. 

კამპანიის მთავარი ვიდეო ოთხ სხვადასხვა სიტუაციას აერთიანებს, სადაც მაყურებელი თავდაპირველად ფიქრობს, რომ კადრები ტელევიზორის ეკრანზე გადის, თუმცა კამერის მოძრაობასთან ერთად ხვდება, რომ ეს ცოცხალი ხედებია, რომლებსაც პერსონაჟი ფანჯრიდან ან ვიტრაჟიდან ხედავს. 

ირაკლი ცაგარეიშვილი, Steelcraft-ის დირექტორი: „კამპანიას ემოციური დატვირთვა აქვს და მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ვიტრაჟის, როგორც ფუნქციური და ესთეტიკური ელემენტის, მნიშვნელობის წარმოჩენაა. სახლის მშენებლობის პროცესში ვიტრაჟი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც მომხმარებლები ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ის უშუალოდ აისახება ცხოვრების ხარისხსა და გამოცდილებაზე. ამ კამპანიით გვინდა, ვაჩვენოთ, რომ ის, რასაც ფანჯრიდან ვუყურებთ, არანაკლებ საინტერესო სანახაობაა, ვიდრე ეკრანზე გადმოცემული შინაარსი. ვიტრაჟი არის ერთგვარი ჩარჩო ჩვენს ცხოვრებასა და გარე სამყაროს შორის - ისევე, როგორც ნახატის ჩარჩო, ის განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ კადრს“.

Aluprof ალუმინის სისტემების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ბრენდია. პოლონური კომპანია ინოვაციური მიდგომებით, მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა. ბრენდის პროდუქტი მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე და ინდუსტრიულ შენობებზე მორგებულ სხვადასხვა მიმართულების ვიტრაჟებს. Steelcraft-მა Aluprof-თან პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კომპანია ბრენდის ოფიციალური პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს თითოეული პროექტის დიზაინის, წარმოებისა და ინსტალაციის პროცესში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამონტაჟო სამუშაოები პოლონელი ინჟინრების ზედამხედველობით მიმდინარეობს.

„Aluprof-თან თანამშრომლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პროდუქტის ხარისხი. ვიტრაჟი ასობით დეტალისგან შედგება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი ევროპული წარმოებისაა. ასევე აღსანიშნავია პოლონელი კოლეგების უშუალო ჩართულობა პროექტირებისა და მონტაჟის ფაზებში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტი ცალკეა გათვალისწინებული საოფისე და ინდუსტრიული შენობებისთვის და ცალკე - საცხოვრებელი სახლებისთვის, შესაბამისად, Aluprof-ის ხაზი ფარავს ნებისმიერი ტიპის ობიექტის მოთხოვნებს“, - აღნიშნავს ირაკლი ცაგარეიშვილი.

Steelcraft სამშენებლო კომპანია Gravita-ს შვილობილია. კომპანია იმ გამოცდილებასა და ინოვაციურ იდეებს აერთიანებს, რომლებითაც ალუმინის ფასადებისა და კარ-ფანჯრების ინდუსტრიაში ბაზარზე მორგებულ, მოთხოვნად პროდუქტს ქმნის. Steelcraft-ის სერვისები მოიცავს სრულ ციკლს - პროექტირებას, გადამუშავებას, მონტაჟს. გარდა ალუმინის ვიტრაჟებისა, Steelcraft ასრულებსნებისმიერი სირთულის ვენტილირებადი ფასადის სამუშაოებს. წარმოების სიზუსტეს კი გერმანული ბრენდის, Elumatec-ის დანადგარები უზრუნველყოფს. Steelcraft-ის მისიაა, ხარისხიანი მომსახურებით პროექტებს სრულყოფილება, უნიკალურობა და მიმზიდველობა შესძინოს და არქიტექტორებისა და ინვესტორების საიმედო პარტნიორი იყოს. სწორედ ამ პრინციპებზე დგას ახალი კამპანიაც - Steelcraft მომხმარებელს სთავაზობს არა უბრალოდ ვიტრაჟებსა და ფასადურ სისტემებს, არამედ აერთიანებს ხარისხს, კომფორტსა და ესთეტიკურობას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა