სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების ბაზარი გარდამავალ ფაზაშია და მომდევნო წლებში მიწოდების ტემპის დაჩქარებული ზრდაა მოსალოდნელი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი
სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების ბაზარი გარდამავალ ფაზაშია და მომდევნო წლებში მიწოდების ტემპის დაჩქარებული ზრდაა მოსალოდნელი, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ზუკა თავყელიშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ზუკა თავყელიშვილი განცხადებით, თბილისში სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 2025 წლის ბოლოსთვის 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია, სადაც ყველაზე დიდი წილი ბაზრობებზე მოდის, ხოლო სავაჭრო მოლებსა და ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებს ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათ.
„საკმაოდ დიდი ხანია, ამ ბაზრებზე ასეთი დეტალური კვლევა არ გვქონია. როგორც, მაგალითად, გასულ წელს სასაწყობო ბაზარი გააქტიურდა და ჩვენც მაქსიმალურად დროულად მოვახდინეთ რეაგირება და ბაზარს კვლევის შედეგები შევთავაზეთ, სწორედ ასეთივე მომენტი იყო ახლაც, როდესაც საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა.
სავაჭრო უძრავი ქონებით რომ დავიწყოთ, ჩვენს კვლევაში სამი ძირითადი სავაჭრო ფორმატი გვქონდა განხილული: ბაზრობები, სავაჭრო მოლები და ცენტრალური სავაჭრო ქუჩები. მათგან, 2025 წლის ბოლოსთვის, ჯამური მოცულობა კონკრეტულად თბილისში 1 300 000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი წილი ბაზრობებზე მოდის, რასაც შემდეგ უკვე სავაჭრო მოლები მოსდევს, მთლიანი მიწოდების მესამედით. ბოლოს კი ცენტრალური სავაჭრო ქუჩებია, ეგრეთ წოდებული High Street Retail, რომელსაც 9%-იანი წილი უჭირავს. ამ მიმართულებით ოთხი ძირითადი გამზირი გვაქვს მიმოხილული: რუსთაველი, ჭავჭავაძე, პეკინი და აღმაშენებელი“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.
„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.
მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.
მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.
სხვა სიახლეები
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
02.06.2026.12:02
ჩვენ ვაგრძელებთ ქსელის გაძლიერებას, რათა ქალაქებსა თუ რეგიონებში უფრო სწრაფი და სტაბილური კავშირი გქონდეს.
ჩვენი ქსელის ინჟინრები დაუღალავად მუშაობდნენ და ბოლო ორ თვეში, ქსელს 25 საბაზო სადგური შემატეს:
სიახლე გვაქვს თბილისშიც. იმ უბნებში, სადაც ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს, არსებული სადგურები განვაახლეთ: გლდანში, საბურთალოზე, დიდ დიღომში, თემქაზე, დიღმის მასივში, ორთაჭალაში, ორხევში, ვაზისუბანში, ლისზე, სოფელ დიღომში, ვარკეთილში, კრწანისში, ლილოში, აეროპორტის დასახლებაში, დიდუბესა და სანზონაში. პრაქტიკაში ეს ნიშნავს:
ქსელის განახლების შედეგები ისახება მომხმარებლის შეფასებებზეც - 2026 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლის კმაყოფილება 12 თვის მანძილზე 72%-ით გაიზარდა
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge;
ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს: