მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო

news image
mbc image

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ წლევანდელი სამიტით, გამომდინარე იქიდან რომ 2500-მდე რეგისტრაცია გვქონდა დელეგატებში, 44 ქვეყნა იყო წარმოდგენილი, აგრეთვე რეგულატორების კონფერენცია ჩატარდა ჩვენი სამიტის ფარგლებში, დაახლოებით 15 ქვეყნის რეგულატორი იყო მოწვეული iGaming სექტორიდან,” - SBC Summit Tbilisi-ს შესახებ, მედიასთან SMH-ის დამფუძნებლმა, ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა.

15–16 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში,” საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის SMH-ისა და ბრიტანული კომპანია SBC-ის ორგანიზებით, წარმატებით გაიმართა SBC Summit Tbilisi 2026, ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური iGaming, Sports და Tech ინდუსტრიის საერთაშორისო ღონისძიება. სამიტის წარმდგენი პარტნიორია EGT Georgia და Amusnet Georgia.

როგორც ლაშა მაჭავარიანმა აღნიშნა, ორდღიანმა სამიტმა 44 ქვეყნიდან 2 500-მდე მაღალი რანგის დელეგატს, 150-ზე მეტ საერთაშორისო და ქართულ კომპანიას, ინდუსტრიის ლიდერებს, ინვესტორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუყარა თავი.

სამიტის ფარგლებში უკვე მეორედ გაიმართა SBC Regulators Forum Tbilisi, რომელმაც უმასპინძლა iGaming სექტორის რეგულატორებს აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, ასევე ინდუსტრიის ლიდერებსა და ექსპერტებს. ფორუმის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო რეგულირების თანამედროვე პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინდუსტრიის მდგრადი განვითარების გზები.

ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, სამიტის პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, საგამოფენო სივრცეებსა და B2B შეხვედრებს. მონაწილეებმა იმსჯელეს iGaming-ის, სპორტის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე, რეგულირების საკითხებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებზე:

“მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას ვუთმობთ სპორტისა და ტექნოლოგიების მიმართულებას ჩვენი სამიტის ფარგლებში, გვაქვს ცალკეული პანელური დისკუსიები.”

SMH-ის დამფუძნებლის თქმით, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული ფერნანდო მორიენტესი, რომელიც სამიტზე მოწვეული სპიკერის სტატუსით წარდგა. მან აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ლიდერობის მნიშვნელობაზე, გამარჯვების კულტურაზე, თანამედროვე ფეხბურთის ეკოსისტემაზე ტექნოლოგიების მზარდ როლსა და სპორტისა და ბიზნესის ურთიერთკავშირზე:

“შარშან გვყავდა მოწვეულ სტუმრად ალესანდრო ნესტა, ხოლო წელს გვესტუმრა ფერნანდო მორიენტესი, ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელთანაც ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა თანამედროვე ფეხბურთის ეკოსისტემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

SMH-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის თქმით, SBC Summit Tbilisi უკვე იქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, უმასპინძლოს მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა და ექსპერტებს, გააძლიეროს ქვეყნის პოზიციები გლობალურ ინდუსტრიაში და ხელი შეუწყოს ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნას.

ორდღიანი ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამიტის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე, საერთაშორისო წარმომადგენლობის მასშტაბსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც SBC Summit Tbilisi 2026-მა რეგიონისა და გლობალური ბაზრის წარმომადგენლებს შესთავაზა.

SBC Summit Tbilisi 2026-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი საერთაშორისო ბიზნესღონისძიებების მასპინძლობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა და რეგიონში iGaming, Sports და Tech ინდუსტრიების თანამშრომლობისა და განვითარების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

SBC

SMH Global

SBC Eurasia

EGT Georgia

Amusnet Georgia

Lasha Machavariani

Fernando Morientes

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა