მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სჭირდებათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად არიონ - რა თქმა უნდა, ამას ვერ მოახერხებენ | ირაკლი რუხაძე

news image
mbc image

არის აბსოლუტურად გაუგებარი, რას ნიშნავს. ვიღაც წერს წერილს მარკო რუბიოს. ანუ, იმდენად არასერიოზულია, რომ ვერც კი გვეუბნებიან და არც კი გვეუბნებიან, გვიმალავენ, ვისი დაწერილი წერილია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

იგი ამგვარად აფასებს რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ, დასასანქცირებელ პირთა სიას, რომელიც თითქოსდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნად წარდგენილ მარკო რუბიოს ანონიმურმა პერსონამ გაუგზავნა. 

„არის აბსოლუტურად გაუგებარი, რას ნიშნავს. ვიღაც წერს წერილს მარკო რუბიოს. ანუ, იმდენად არასერიოზულია, რომ ვერც კი გვეუბნებიან და არც კი გვეუბნებიან, გვიმალავენ, ვისი დაწერილი წერილია. ქართულად დაწერეს, საქართველოს მომხმარებლისთვის, არც კი თარგმნეს ინგლისურად, იმდენად არაფერს ნიშნავს, რომ ეგებ, მარტო ქართველებმა წაიკითხონ და რა მნიშვნელობა აქვს, გარეთ წაიკითხავენ, თუ არა. ვინ დაწერა წერილი, ის მაინც გვითხარით, ხომ შეიძლება, არა?! ეგებ, შემდეგ ჩვენც სხვაგვარად შევხედოთ“, - განაცხადა რუხაძემ, რომელიც ხსენებულ სიაშია.

მან სტატიის დაწერის სავარაუდო მიზნებზეც ისაუბრა. 

„ვერ არიეს ქვეყანა. რომ არიონ, სჭირდებათ, რომ ეკონომიკურად არიონ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მოახერხებენ. ასეთი რაღაცები ამას არ ჰყოფნის, მაგრამ სულ გვესმის - გამოიტანეთ დეპოზიტები ბანკებიდან. რატომ? რატომ უნდა გამოიტანო დეპოზიტები ბანკებიდან?! იციან, რომ თუ გავგიჟდით ყველანი და გავედით, ბანკებიდან დეპოზიტები გამოვიტანეთ, დავანგრევთ საბანკო სისტემას და ეკონომიკას, ამიტომაც ამას არ ვაკეთებთ - არანაირი წინაპირობა ამისი არ არსებობს. ეს მოწოდებებია, ისეთი გიჟური მოწოდებებია, რომ „ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“, „ჩამოიქცა და ჩამოინგრა“, აი, 15 იანვარს უნდა დაქცეულიყო ეკონომიკა, ექსპერტები გვიანონსებდნენ. ამის ნაწილია ესეც, რადგან რეალურად რომ ჩაიხედოთ იქ, სიაში, ეს ხალხი ასობით ათას ადამიანს ასაქმებს. 

ეს სანქციები ასე არ მუშაობს, რატომღაც ეს ხალხი ყველა რომ დაასანქცირონ, ეს კომპანიები გაჩერდება ყველა. მარტო ჩემს კომპანიაში მუშაობს ათობით ათასი ადამიანი. ვიცი, იქ ვინც არიან, ყველა მსხვილი დამსაქმებელია. ამას დაამატეთ ორი მარეგულირებელი. მგონი, სულ სამი მარეგულირებელი გვყავს ქვეყანაში, ანუ მათი ჭკუით, „ტელეკომი“ უნდა ჩამოაქციონ და საბანკო სისტემა. ანუ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას იმიჯი, რომ ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, მოვიდა ან ახლოვდება, ან იქნება, რომ ეგებ ხალხს მოლოდინი გაუჩინონ ცუდის და მერე ამ მოლოდინზე რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებინონ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად.

ეს იგივე ხალხია, ვინც დარბოდა და უნდოდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, გაეუქმებინათ უვიზო რეჟიმი, ქვეყანა დამისანქცირეთო - „რაც მეტ დარტყმას მივაყენებ ჩემს ქვეყანას კარგია!“, „კანდიდატობა მომეცი მაინც? - ცუდი იყო; უვიზო რეჟიმი არ გამიუქმე? -ცუდად მოიქეცი. ახლა მოდი რა დამასანქცირე!“. 

დარწმუნებული ვარ, ახლა დარბის ხალხი ამერიკის, ევროპის ძალაუფლების კორიდორებში და ცდილობენ, საქართველო მართლა დაასანქცირონ“, - განაცხადა რუხაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა