მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკი პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს სასკოლო ფორმის შეძენისას თანხის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.
შეთავაზების ფარგლებში, პირველი 10,000 მოსწავლე, რომელიც 2 ნოემრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიღებს sCool Card-ს, სასკოლო ფორმის შეძენისას 50%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).

იმ მოსწავლეებს კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებიან, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ sCool Card, სასკოლო ფორმის შეძენისას 10%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ (მაქსიმუმ 20 ლარი).
შეთავაზება 2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, ისე ონლაინ. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე ავტომატურად, 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.

გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება ვრცელდება 5-დან 12 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში აიღებენ sCool Card-ს. ქეშბექით სარგებლობისთვის კი აუცილებელია სასკოლო ფორმის შეძენისას sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.

sCool Card-ის აღება უფასოა და მისი შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან, ვებგვერდიდან ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.

sCool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია, რომელიც მათ სხვადასხვა ყოველდღიურ ბენეფიტს სთავაზობს, მათ შორის, სატრანსპორტო შეღავათებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და ჯანდაცვის პროგრამას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო

02.11.2026.16:33

ახალი პროფესიის დაუფლება, კარიერული მიმართულების შეცვლა თუ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება - სწავლის დაწყება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. სწორედ ამ შესაძლებლობის შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

რა მიმართულებებს მოიცავს სასტიპენდიო პროგრამა?

სასტიპენდიო პროგრამა სხვადასხვა სფეროს აერთიანებს, მათ შორისაა:

• ტექნოლოგიები: მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება;

• დიზაინი: გრაფიკული და 3D დიზაინი, AI + გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი;

• მარკეტინგი: კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი;

• ფინანსები და ბიზნესი: ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა;

• კულინარია: მზარეულისა და კონდიტერის პროფესიები.

რომელ აკადემიებშია შესაძლებელი სწავლა?

საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებით 20-მდე პარტნიორ აკადემიასა და სასწავლებელთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია, Tbilisi School of Communication, Academy of Digital Industry, Smart Academy, IT Academy STEP, Headvice, BDO Academy, ScaleUp, სქილვილი, AgileSchool, Smart Fish Academy, Edutech Academy, Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია, ნეომაინდ აკადემია, Sky21, რე ედუქეითი, ელექტრონული აკადემია, დიზაინის ინსტიტუტი და ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.

აკადემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა?

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ახალი პროფესიის დაუფლება ან საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარება სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.

როგორ უნდა შეავსო განაცხადი?

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე. განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი აკადემიისგან გასაუბრებაზე მიიღებენ მოწვევას. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შემოწმებასაც ითვალისწინებს.

განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა