sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო
მოსწავლეების რჩეულ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში ბავშვების საყვარელი საჩუქრების კამპანია ბრუნდება! თუკი მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ sCoolApp-ი, აპლიკაციაში დარეგისტრირდებიან, საჩუქრად sCool Card-ზე 5 ლარს მიიღებენ. ამისათვის კი მხოლოდ homepage-ზე "საჩუქრის მიღების" ღილაკის დაჭერაა საჭირო. sCoolApp-ის გააქტიურებას მშობლები მობილბანკიდან, სულ რამდენიმე წუთში შეძლებენ. აპლიკაციაში ბავშვები მათზე მორგებულ ფუნქციონალს, ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობას და უამრავ შეთავაზებას მიიღებენ. დამატებით, რეგისტრაციის შემდეგ თითოეული მოსწავლე მოწვევის კოდს მიიღებს, რომლის მეგობრებთან გაზიარების და მათი აპლიკაციაში შემოერთების შემდეგ, ორივე ბავშვი sCool Card-ის ანგარიშზე 5-5 ლარით დასაჩუქრდება. ყოველ კვირა მოსწავლეებს მაქსიმუმ 10 ბავშვის მოწვევის შესაძლებლობა ექნებათ. დამატებით გაწევრიანების შემთხვევაში მხოლოდ მოწვეული ბავშვები დასაჩუქრდებიან, შემდეგი კვირიდან კი ათვლა თავიდან დაიწყება.
BOG sCoolApp - პირველი და ერთადერთი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. ბანკის ყველაზე პატარა მომხმარებლები იმ ციფრული არხებით, რომლითაც საკმაოდ აქტიურად სარგებლობენ, ახლა უკვე თავად მართავენ sCool Card ანგარიშებს და ასრულებენ სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს , იქნება ეს თანხის მოთხოვნა, ბალანსის შევსება თუ სხვ.
sCoolApp-ი მშობლების კომფორტისთვისაა შექმნილი - აპლიკაციით ზრდასრულები მარტივად აჩვევენ ბავშვებს ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას. გარდა ამისა მარტივად აკონტროლებენ ხარჯებს და უამრავ ბენეფიტს აძლევენ ბავშვს. ბავშვი დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამს sCoolApp-ში, ყველაზე ფერადი პერსონაჟებით სავსე "სხვა სამყაროს" თამაშს ეცნობა, გოჭი ყულაბით სწავლობს დაგროვების პრინციპებს და სწორედ sCool Card-ით იღებს ყველა განსაკუთრებულ ფასდაკლებას თუ ქეშბექს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.