მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

Scope Ratings-მა მიკრობანკ „კრისტალის“ B+ საკრედიტო რეიტინგი და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა

news image
mbc image

მიკრობანკი „კრისტალი“, ინსტიტუციური განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს: ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ, Scope Ratings GmbH-მა, ბანკის ყოველწლიური საკრედიტო შეფასება განახორციელა და „კრისტალს“ B+/სტაბილური საკრედიტო რეიტინგი დაადასტურა.

ანგარიშში Scope Ratings-ი ხაზს უსვამს „კრისტალის“ წარმატებულ საბანკო ტრანსფორმაციას და აღნიშნავს მის წამყვან პოზიციას საქართველოს საფინანსო სექტორში. სააგენტო დადებითად აფასებს კომპანიის კორპორაციული მართვის ჩარჩოს, მდგრად ფინანსურ მაჩვენებლებს, ძლიერ კაპიტალიზაციასა და ლიკვიდურობას, ასევე მომხმარებელთა დეპოზიტების ზრდას და დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელის ჩამოყალიბებას. ამავდროულად, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ სამომავლოდ რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს ციფრული ტრანსფორმაციის გაგრძელება, ძლიერი კაპიტალის შენარჩუნება და დაფინანსების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაცია.

Scope Ratings-მა შეფასება დაადასტურა მას შემდეგ, რაც „კრისტალმა“ ლიცენზირებული მიკრობანკის სტატუსით საქმიანობის პირველი სრული წელი დაასრულა. შეფასება ასახავს მნიშვნელოვან პროგრესს ინსტიტუციური მმართველობის სისტემის დახვეწის, საბაზრო პოზიციის განმტკიცებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პოზიციონირების ჩამოყალიბების მიმართულებით.

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები, შევინარჩუნეთ ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საქართველოს მასშტაბით კვლავ გავაფართოვეთ ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენი ყურადღება მიმართულია სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებაზე, რაც ბანკის მდგრადი გრძელვადიანი ზრდის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Scope Ratings-ის მიერ კრისტალის საკრედიტო რეიტინგის დადასტურება წარმოადგენს კომპანიის წარმატებული ტრანსფორმაციისა და კორპორაციული მართვის, ფინანსური მდგრადობისა და საბაზრო პოზიციის განვითარების მიმართულებით მიღწეული პროგრესის მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ აღიარებას“, - აღნიშნავს მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია. 

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

იხ. https://scoperatings.com/announcements/rating-announcement/EN/180766

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი

06.11.2026.19:00

მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა