მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს იწყებს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალის, ფინედუს (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით, ასევე, "საქართველოს ბანკის" ჩართულობითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტრენინგი - "როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად" - ჩატარდება.

ტრენინგი მიზნად ისახავს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრთა ინფორმირებას მათთვის ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ემიგრაციაში გამომუშავებული ფულის სწორად და ეფექტურად მართვა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და დამატებითი შემოსავლების შექმნის მიზნით, თანხების სწორად ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, ამ მიმართულებით არსებული რისკები და შესაძლებლობები.

ტრენინგს ეროვნული ბანკისა და "საქართველოს ბანკის" სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლები წარუძღვებიან. დეტალური ინფორმაცია და ტრენინგზე რეგისტრაცია დაინტერესებული პირებისთვის შესაძლებელია შემდეგ  ბმულზე.

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფინანსური განათლების აქტივობები ხელს უწყობს მიგრანტებს, მიიღონ მეტად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები და უფრო ეფექტურად გამოიყენონ ემიგრაციაში გამომუშავებული თანხები. 

კვლევებით დასტურდება, რომ ქართველ მიგრანტთა უმრავლესობა, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც უგზავნის ოჯახს ფულს/დანაზოგს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მთლიანად დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე, ისინი როგორც წესი, ნაკლებად ისახავენ ფინანსურ გეგმებს.  აღსანიშნავია ისიც, რომ მიგრანტთა უმეტესობას არ აქვს საბანკო ანგარიში გახსნილი არც საქართველოში და არც იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს. საბოლოოდ კი ხშირ შემთხვევებში, მიგრანტების ოჯახების მდგომარეობა წლების განმავლობაში არ უმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2023 წლიდან კი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტით რამდენიმე ახალი მიზნობრივი სეგმენტი განისაზღვრა, მათ შორის, მიგრანტები.

ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზაობას, მიგრანტთა ფინანსური განათლების ამაღლებით დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს მოსაზრებები, შემოთავაზებები, კომენტარები და რეკომენდაციები. ზემოაღნიშნულის გაზიარება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@finedu.gov.ge.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა