სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „გამოწვევები მაღალი გაურკვევლობის პირობებში“ მიიღო მონაწილეობა.
რიგით მე-13 წლის კონფერენცია ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით, ცენტრალური ბანკების ორმხრივი დახმარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში (BCC) გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წამყვანი ექსპერტები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის, ცენტრალური ბანკებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარი თემა იყო კოვიდ პანდემიისა და რეგიონში არსებული კონფლიქტების შედეგად გამოწვეული უპრეცედენტო ეკონომიკური შოკები, რომლებიც გამოიხატა მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი შეფერხება და ცვლილება. აღინიშნა, რომ მზარდი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის გარდა, საგრძნობლად გაიზარდა პოლიტიკის არაპროგნოზირებადობაც. კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავდა მაღალი დონის დისკუსიებს მაკროეკონომიკური გარემოს განვითარებაზე, სავაჭრო და ფინანსური ფრაგმენტაციის შესაძლო გაღრმავებაზე და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სტრატეგიულ შესაძლებლობებზე.
გიორგი ედილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სადისკუსიო პანელზე სახელწოდებით „სავაჭრო და საფინანსო ფრაგმენტაცია“. დისკუსიაში ასევე მონაწილეობენ ფედერალური სარეზერვო სისტემის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და სხვა ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. პანელზე განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო და საფინანსო კავშირების მზარდი ფრაგმენტაციის შედეგები და მისი შესაძლო გრძელვადიანი გავლენა გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკებზე.
გიორგი ედილაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსური ფრაგმენტაციის გამომწვევ მიზეზებზე, გრძელვადიან პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს შუა დერეფანში ფინანსური სერვისების განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
14.07.2026.15:04
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მრავალენოვან მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ჰქონდეთ.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკმა ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისებით აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზეც ისარგებლონ. შესაბამისი ენები დაემატა მობილბანკსა და ინტერნეტბანკს, ასევე ბანკომატებსა და თვითმომსახურების აპარატებს.
გარდა ამისა, რეგიონებში გაფართოვდა ფილიალების ქსელიც. ბანკმა ახალი ფილიალები გახსნა სადახლოში, დმანისში, კაბალსა და ნინოწმინდაში. მომხმარებლებს აღნიშნულ ფილიალებში სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის ანგარიშის გახსნა, ბარათის მიღება, გზავნილების გაგზავნა და მიღება, ანაბრების გახსნა, გადარიცხვების განხორციელება და სხვა საბანკო ოპერაციები.
“რეგიონებში მომსახურების გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქამდე საბანკო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქში გადაადგილება უწევდათ. ახალი ფილიალებისა და მრავალენოვანი მომსახურების დანერგვით საბანკო სერვისები მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა”, - აღნიშნავს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ახალ ფილიალებში დასაქმებულთა შორის არიან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე თანამშრომლები, რაც მომხმარებლებს მომსახურების მათთვის კომფორტულ ენაზე მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისთვის მორგებული პროდუქტების განვითარებასაც აგრძელებს. მათ შორის, მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათით, რომელიც ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებასა და დამატებითი სარგებლის მიღებას ემსახურება. ბარათის მფლობელები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით და პარტნიორი კომპანიების სპეციალური შეთავაზებებით.
„ჩვენთვის მრავალენოვანი მომსახურება მხოლოდ თარგმნილი ინტერფეისი არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა საბანკო სერვისებით სარგებლობისას თავი კომფორტულად იგრძნოს და მიიღოს ისეთი გამოცდილება, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს, იქნება ეს ციფრული არხები, ფილიალში მომსახურება თუ სხვა საბანკო ოპერაციები. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ მრავალენოვანი მომსახურების განვითარებას და უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - ამბობს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვავითარებთ მრავალენოვან მომსახურებას და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა მათთვის კომფორტულ ენაზე შეუძლიათ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავამარტივოთ საბანკო სერვისებზე წვდომა და მომხმარებლებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და უახლოეს თვეებში მომხმარებლებს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, რაც მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მათ საჭიროებებზე მორგებულს გახდის“, - აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.