სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა
სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი - სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ (ს/ნ: 445504482) „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 10 000 (ათი ათასი) ლარით დააჯარიმა.
,,აღნიშნული სანქცია გამოიცა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, ასევე, „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
07.09.2026.14:02
ზაფხულის მიწურული და შემოდგომის დასაწყისი დასვენებისა და განტვირთვისთვის კარგი პერიოდია. საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს კი შერჩეულ სასტუმროებსა და დასასვენებელ სივრცეებში სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა და დამატებითი MR ქულების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ.
შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
გაეცანით შეთავაზებებს:
დასვენება თბილისში და თბილისთან ახლოს
Margot Hotel Tbilisi - 30 სექტემბრამდე Amex ბარათით გადახდისას 15%-იან MR ქულების ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 200 ლარის);
Sevsamora Resort & Spa - 30 სექტემბრამდე Amex ბარათით გადახდისას 15%-იანი მომენტალური MR ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 200 ლარის);
Blue Drop - 15 სექტემბრის ჩათვლით Amex ბარათით გადახდისას 30%-იან MR ქულების ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 200 ლარის);
*შეთავაზება არ მოქმედებს Blue Drop-ის სხვა აქციებთან ერთად.
დასვენება კახეთში
Esquisse Hotel - 30 სექტემბრის ჩათვლით Amex ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ ულიმიტოდ;
Nekresi Estate - 30 სექტემბრამდე Amex ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ ულიმიტოდ;
Anapea Village - 30 ნოემბრის ჩათვლით Amex ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ ულიმიტოდ.
მთა და ბუნება
Komorebi Bakuriani Resort - 30 სექტემბრის ჩათვლით Amex ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ ულიმიტოდ;
Hameau Mukhrani - 30 ნოემბრის ჩათვლით Amex ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ ულიმიტოდ.
როგორ გამოიყენო MR ქულები?
დაგროვებული MR ქულების გამოყენება საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში შეგიძლიათ. ასევე, MR ქულების PLUS ქულებში გადაცვლა არის შესაძლებელი - 1 MR ქულა 3 PLUS ქულაა.
შეარჩიეთ სასურველი სასტუმრო ან დასასვენებელი სივრცე, გადაიხადეთ Amex ბარათით და ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით.
თუ ჯერ არ გაქვთ, Amex ბარათის შეკვეთა აქ შეგიძლიათ.