სელფი კრეატიული ფესტივალის AD Black Sea-ს ოფიციალური პარტნიორია
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ყოველწლიური, რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანიღონისძიების, AD Black Sea -ს მხარდამჭერია. ფესტივალი ტრადიციისამებრ იმართება ბათუმში, 14-16 სექტემბერს. AD Black Sea თავს უყრის კრეატიული ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს, შთამბეჭდავ გამოსვლებს, დიდ იდეებს, ლეგენდარულ სახელებს, ინტერაქციულ სესიებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და სხვა აქტივობებს.
სელფის დანიშნულებაა, მისცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. ხსენებული ფესტივალის მხარდაჭერაც სწორედ სელფის მიზანს ეხმიანება - გაუმარტივოს მომხმარებელს წვდომა სხვადასხვა სახის ინოვაციასა თუ ტექნოლოგიურ მიღწევაზე, რაც, მათ შორის, მოიცავს დარგის სიახლეების გაცნობას საკუთარი პროფესიული თუ პერსონალური მიზნებისთვის.
Ad Black Sea-ს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს და სადღეისოდ რეგიონში ყველაზე დიდი მოლოდინის შემქმნელი ფესტივალია, რომელიც 1000-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს. სრული პროგრამა განთავსებულია: https://adblacksea.com/attend/agenda
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.