მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

news image
mbc image

სელფი მობაილი უკვე მეორე წელია რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის სპონსორია.

ფესტივალი წელს 26-28 ნოემბერს იმართება და მეათე საიუბილეო ღონისძიება იქნება. DataFest Tbilisi აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს, ტექნოლოგიური კომპანიების, სტარტაპების, ბიზნესის, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის უახლეს ტენდენციებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და განვითარების შესაძლებლობებს. სამდღიანი პროგრამა მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებსა და თემატურ შეხვედრებს.

ტექნოლოგიურ კომპანიად (TechCo) ტრანსფორმაციის ფარგლებში, სელფი მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიების გარშემო ცოდნის გაზიარებას, ინოვაციურობის განვითარებასა და ციფრული განათლების გავრცელებას. DataFest Tbilisi სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ქმნის ახალი იდეების, თანამედროვე ცოდნისა  და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.datafest.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა