სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ევროპის წამყვანმა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Scope Ratings, სელფი მობაილის საკრედიტო რეიტინგი განაახლა და კვლავ დაუდასტურა მაღალი შეფასება BB-/Stable. მოცემული შეფასება ასახავს კომპანიის ძლიერ ფინანსურ მონაცემებს, ეფექტურ ოპერირებას და საქართველოს ტელეკომ სექტორის მდგრადობას. Scope Ratings აღნიშნავს, რომ სელფი ინარჩუნებს სტაბილურ პოზიციას ბაზარზე, ჯანმრთელ მომგებიანობას და ზომიერ საკრედიტო ვალდებულებებს. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება მოლოდინს, რომ კომპანიის კონკურენტული პოზიცია და ფინანსური მდგრადობა შენარჩუნდება. რეიტინგის შეფასებაში ასევე ხაზგასმულია სელფის ქსელის განვითარების სწრაფი ტემპი და ინვესტიციები დაფარვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.
„მოხარული ვარ, რომ Scope Ratings-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა სელფი მობაილის მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ეს შეფასება ასახავს იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს მომგებიანობის ზრდის, პროდუქტების გაფართოებული სპექტრის, ტექნოლოგიების განახლებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფინანსური რისკის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რაც გამოწვეულია როგორც ლევერიჯის შემცირებით, ისე კაპიტალის სტრუქტურის გაჯანსაღებით,“ - განაცხადა სელფის ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ჭედიამ. „ჩვენი ძლიერი საკრედიტო პოზიცია ქმნის შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ფინანსური რესურსი კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც მომხმარებლისთვის ნიშნავს პირდაპირ სარგებელს, გაუმჯობესებული ქსელის სახით,“ დაამატა ირაკლი ჭედიამ.
Scope Ratings, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის რეიტინგების რეგულაციის თანახმად და ოპერირებს ევროკავშირში ECAI-ს სტატუსით. Scope Ratings, ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც დაშვებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოსთვის (ECAF).
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.