სელფი მობაილის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2023 ტარდება
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. წელს, ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან შეირჩა 30 გუნდი. ორი დღის განმავლობაში, 7-8 ოქტომბერს, მონაწილეები იმუშავებენ NASA -ს მიერ დადგენილი გამოწვევების გადაწყვეტაზე და საკუთარ იდეებსა და პროექტების პროტოტიპებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. პრიზების გარდა, მოგებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თემატურ ვორქშოფებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია და სხვა.
NASA Space Apps Challenge -ი ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვაქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის მონაწილეებმაერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებსინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.
NASA Space Apps Challenge 2023 -ის ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
###
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: http://cellfie.ge
ან ჩვენი სოციალურ მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.