მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა

news image
mbc image

სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის განვითარებას იმისთვის, რომ მომხმარებელს ქონდეს სტაბილური, სწრაფი და კომფორტული კავშირი, ნებისმიერ დროს, ყოველდღე. უწყვეტი განახლებების შედეგი აისახა მომხმარებლის კმაყოფილების ზრდაზე - 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, როდესაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მომხმარებლის კმაყოფილება გაიზარდა 10%-ით და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით.

2026 წლის პირველ სამ თვეში, სელფიმ ქსელს დაამატა 33 ახალი საბაზო სადგური და მოახდინა 40 არსებული სადგურის მოდერნიზაცია. 73 ახალი და განახლებული სადგური ნიშნავს უფრო ფართო დაფარვას და ქსელის გაძლიერებას იმ ადგილებში, სადაც მომხმარებლები კავშირს ყველაზე აქტიურად იყენებენ. ეს განახლება უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და სწრაფ კავშირს ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებლისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურა განთავსდა როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებსა და ტურისტულად დატვირთულ ლოკაციებზე: იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში. მათ შორის, მოვიცავით ისეთი ადგილები, ქალაქები და თბილისის რაიონები, როგორებიცაა: ბათუმი, მტირალა, თელავი, ვეჯინი, რუსთავი, გლდანი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ღიად ვილაპარაკოთ იმ შემთხვევაზეც, როდესაც მომხმარებლის გამოცდილება დროებით გაუარესდა. ქსელის განახლების პროცესში, ერთ-ერთ ეტაპზე განხორციელდა ახალი რესურსების ჩართვა, რაც საჭირო იყო ქსელის გრძელვადიანად გაძლიერებისთვის. ამ ცვლილებებმა გარკვეულ რეგიონებში გამოიწვიეს კავშირის არასტაბილურობა - გაიზარდა ზარის გაწყვეტის ალბათობა და შეინიშნებოდა ინტერნეტის სიჩქარის ვარდნა. აღმოვაჩინეთ თუ არა ეს შეფერხება, განახლების სამუშაოები გადაიგეგმა და ქსელის მუშაობა დაუბრუნდა სტაბილურ მაჩვენებლებს. შემდგომი სამუშაოები უკვე დავნიშნეთ ისე, რომ მსგავსი ცვლილებები მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად განხორციელდეს.

სელფი მობაილი განაგრძობს ქსელის გაძლიერებას იმისთვის, რომ შედეგად მომხმარებელმა მიიღოს საიმედო, სტაბილური და მაღალი ხარისხის კავშირი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა