მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სელფი მობაილმა 65 მილიონის ობლიგაცია განათავსა

news image
mbc image

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა,  რომელიც 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, წარმატებით განათავსა მისი პირველი ობლიგაციები და შედეგად 65 მილიონი ლარი მოიზიდა. მოზიდული თანხა შესაძლებლობას აძლევს სელფის კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩადოს ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში, მათ შორის 5G ქსელის დანერგვაში. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ეს განაპირობა როგორც სელფის მომგებიანობამ და პერსპექტიულმა პოზიციამ ბაზარზე, ასევე კომპანიის მიერ 2023 წლის ოქტომბერში ევროპის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოსგან, Scope Ratings, BB-/Stable შეფასების მიღებამ. მოცემული რეიტინგი ყველაზე მაღალია, რაც ოდესმე მიუღია ქართულ ტელეკომ კომპანიას. სელფის ობლიგაციები შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.

 

„სელფი მობაილმა“ წარმატებით დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული ფინანსური სახსრები მოხმარდება სელფის არსებული ქსელის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ასევე 5G ქსელის გაფართოებას, რაც ჩვენი მომხარებლისთვის ნიშნავს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. მოცემული გარიგებით, სელფი განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, რაც მდგომარეობს კომპანიის უწყვეტ განვითარებაში, იმისთვის რომ ჩვენს აბონენტებს ქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და, რაც მთავარია, საიმედო, მაღალი გამტარობის მქონე ქსელი. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სიბიეს ჯგუფის შემადგენლობაში სელფის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს კომპნია დაკავშირებულია ქვეყანაში ინოვაციების და მომავლის ტექნოლოგიების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას,“ - განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.

 

„მოზიდული ფინანსური რესურსი, 65 მილიონი ლარის მოცულობით, მნიშვნელოვანია სელფის დაფინანსების სტრუქტურისა და საპროცენტო განაკვეთის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიღებული დაფინანსება და ამის შედეგად გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები მოხმარდება სელფის ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, კომპანია ასევე აქტიურად გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების დანერგვას. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია  ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებით,  სტაბილური პოზიციით ბაზარზე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით.  ხაზგასასმელია, რომ ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ,“ -განაცხადა ირაკლი ჭედიამ, სელფი მობაილის ფინანსურმა დირექტორმა.

 

ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6-თვიან TIBR-ს + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. განთავსების აგენტები იყვნენ „გალტ & თაგარტი“ და თიბისი კაპიტალი.

 

                                                                                   ###

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა