მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„სელფი მობაილმა", თიბისი კაპიტალმა და „გალტ & თაგარტმა", ობლიგაციების განთავსების თაობაზე შეხვედრა ჩაატარა"

news image
mbc image

ქართული მობილური ოპერატორის, „სელფი მობაილის“ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დახურვასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის.  შეხვედრა სიტყვით გახსნა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია  „სელფი მობაილის“, განთავსების აგენტების - „გალტ & თაგარტის“ და თიბისი კაპიტალის, ასევე საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ობლიგაციების განთავსების დეტალები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში.

„სელფი მობაილის“ ობლიგაციებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო მოთხოვნა  ინვესტორების მხრიდან, რომელმაც 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ასევე აღსანიშნავია საპენსიო სააგენტოს მხრიდან მაღალი დაინტერესება, რაც აისახა სააგენტოს მიერ ქართულ ფასიან ქაღალდებში აქამდე განხორციელებულ ყველაზე მსხვილ განთავსებაში. „სელფი მობაილის“ ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით.

„ჩვენ აღვნიშნავთ „სელფი მობაილის“ მიერ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების დახურვას. ამ ტრანზაქციის შედეგად, დღეს სელფის აქვს არა მხოლოდ გაუმჯობესებული დაფინანსების სტრუქტურა და საპროცენტო განაკვეთი, არამედ გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, რასაც მოახმარს მისი ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების განვითარებას. ტრანზაქციაზე საუბრისას, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო „სელფის“ გუნდის თავდადება იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებიან, რაც აისახა როგორც ობლიგაციებზე უპრეცედენტო მოთხოვნაში, ისე კომპანიის მიერ ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებაში. როგორც არაერთხელ ვთქვი, ობლიგაციების განთავსებით, სელფი განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, კერძოდ კომპანიის უწყვეტ განვითარებას იმისთვის, რომ ჩვენს აბონენტებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და საიმედო ქსელი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ძალიან საინტერესო დისკუსიაში მონაწილეობისთვის ჩვენი განთავსების აგენტებს, „გალტ & თაგარტსა“ და თიბისი კაპიტალს, ჩვენს ინსტიტუციონალურ ინვესტორს- საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს,“ - განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები.  ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“, - ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალი “სელფი მობაილის” სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითიც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. „სელფი მობაილის“ სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა