სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ზემო სვანეთში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, “სელფი მობაილმა” რეგიონის მომსახურე ქსელის ინფრასტრუქტურა ოპტიკური კავშირით გააძლიერა. შედეგად, ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა. ბოლო ერთ თვეში, “სელფი მობაილმა” ასევე მოახდინა 25 საბაზო სადგურის მოდერნიზაცია 6 სხვადასხვა რეგიონში. ოქტომბერსა და ნოემბერში კი ქსელს 7 ახალი მაკრო სადგური დაემატა.
ზემო სვანეთში ჩატარებული სამუშაო ემსახურება მობილური ქსელის სტაბილურობისა და ხარისხის გაუმჯობესებას - ახალი ინფრასტრუქტურა მონაცემთა გადაცემის გაზრდილ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და ქსელის მუშაობის საიმედოობას ზრდის.
ქსელის მოდერნიზაციის ფარგლებში, “სელფი მობაილმა” ჯამში 25 საბაზო სადგური განაახლა: სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში.
ქსელის გაფართოების მიმართულებით, ოქტომბერ-ნოემბერში, 7 ახალი მაკრო საბაზო სადგური ამოქმედდა: გურიაში, აჭარაში, რაჭაში, იმერეთსა და სამეგრელოში. ეს ნიშნავს კიდევ უფრო ფართო დაფარვას და კავშირის გაუმჯობესებულ ხარისხს.
2026 წლის მეოთხე კვარტალში “სელფი მობაილმა” 6 ახალი მიკრო სადგურიც აამოქმედა თბილისში, მათ შორის: ვარკეთილის, თემქისა და ნავთლუღის ტერიტორიებზე. მიკრო სადგურები ხელს უწყობენ ქსელის გაძლიერებას კონკრეტულ ლოკაციებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა მაღალია.
“სელფი მობაილი” განაგრძობს ქსელის განვითარებას როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებსა და მაღალმთიან დასახლებებში. კომპანია ქსელის სიმძლავრეს, სტაბილურობასა და დაფარვას თანმიმდევრულად აუმჯობესებს, რათა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, საიმედო კავშირი შესთავაზოს.
საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის: asadunashvili@cellfie.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
Fitch Ratings-მა პროკრედიტ ბანკის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურამდე გააუმჯობესა
16.11.2026.15:32
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა პროკრედიტ ბანკის საკრედიტო რეიტინგი „BB+“ დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
პროკრედიტ ბანკის საკრედიტო რეიტინგი საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე ერთი საფეხურით მაღალია, რაც ბანკის ძლიერ საკრედიტო პოზიციას ასახავს.
აქტივების ხარისხით პროკრედიტი საქართველოს საბანკო სექტორში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ძლიერი კაპიტალიზაცია, ჯანსაღი მომგებიანობა და რისკების მართვის გონივრული მიდგომა ბანკის ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
ბანკის საიმედოობას კიდევ უფრო განამტკიცებს გერმანულ ProCredit Holding AG-თან მჭიდრო ინტეგრაცია და საერთაშორისო ჯგუფის მხარდაჭერა.
პროკრედიტ ბანკი უკვე 27 წელია ქართული ბიზნესის საიმედო ფინანსური პარტნიორია. საერთაშორისო გამოცდილებაზე, პასუხისმგებლიან დაფინანსებასა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომით ბანკი ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.