სელფი საერთაშორისო ფესტივალის - DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია
სელფი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია.
ფესტივალი 27-29 ნოემბერს იმართება თბილისში და სრულად ეძღვნება მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, AI/ML ინჟინრებს, სტარტაპებს, მკვლევარებს, მარკეტინგისა და დიზაინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და კრეატიული ინდუსტრიების სპეციალისტებს.
DataFest Tbilisi წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიმდინარე ტრენდები, სირთულეები და შესაძლებლობები. წლევანდელი თემა - AI in Focus მოიცავს პრაქტიკულ AI-გამოყენებას, ინდუსტრიაზე მის გავლენას, ეთიკურ საკითხებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნება AI სისტემების მასშტაბირებისა და ინტეგრაციის პროცესში. მონაწილეებს ასევე ელოდებათ ვორქშოფები, დისკუსიები და თემატური შეხვედრები.
ფესტივალი ხელს უწყობს რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციების განვითარებას.
„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის გავრცელებას, პროფესიული ქსელების გაფართოებას და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას. DataFest Tbilisi სწორედ ის სივრცეა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გამოცდილების გაცვლა ერთიან გარემოში იყრის თავს,“ - აცხადებენ სელფი მობაილში.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.