მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სელფი სოციალური მეწარმეობის XII-ე ფორუმის მხარდამჭერია

news image
mbc image

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში საქართველოში სოციალური მეწარმეობის XII-ე ფორუმის მხარდამჭერია. ფორუმი 8 ნოემბერს SEA-ის ორგანიზებით ჩატარდა. 

წელს ფორუმს ესწრებოდა 100-ზე მეტი საწარმო და კერძო ორგანიზაცია. ღონისძიებამ რამდენიმე საკითხი და ფორმატი გააერთიანა, ხოლო განხილვის ძირითდი თემა გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა იყო. დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა მსჯელობა საკითხზე - რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოვიყენოთ ის საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად. პანელური დისკუსიის ფორმატში, სფეროს ძირითად აქტორებსა და ღონისძიების მონაწილეებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემაზე. ფორუმის კულმინაცია წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენა იყო. ტიტული სოციალურმა საწარმომ ,,იკორთა“ მოიპოვა. 

„21-ე საუკუნეში, როდესაც სოციალური მიმართულებით არაერთი გამოწვევის მომსწრე ვართ, საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური  და, რაც მთავარია მდგრადი გზა, სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებაა.  სელფის კორპორაციული მდგრადობის მიმართულებაც სწორედ ისეთი წამოწყებების მხარდაჭრას გულისხმობს, რომელთაც გრძლვადიანად შეუძლიათ სოციალური საკითხების მოგვარება და გაუმჯობესება. ჩვენთვის ბუნებრივი იყო გვერდში დავდგომოდით საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებას“, განაცხადეს სელფი მობაილში.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის მიზანი სოციალური მეწარმეობის  კონცეფციის პოპულარიზაცია და საქმიანი კავშირების გაძლიერებაა სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის. 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა