სელფი UN Leader’s Summit და UN Sumit of the Future 2024 - ის მონაწილეა
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების: UN Leader’s Summit და UN Sumit of the Future 2024 - ის მონაწილეა.
გაეროს გლობალური შეთანხმება 20 წელზე მეტია, თავს უყრის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, რათა ერთად იზრუნონ მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სწორედ ამ კომპანიათა შორის მოხვდა სელფი, რომელიც მონაწილეობას იღებს United Nations Global Compact Leader’s Summit 2024-ზე. სელფის წარმომადგენელი, ეთიკისა და კომპლაენს სამსახურის ხელმძღვანელი, ია მამეიშვილი აღნიშნულ სამიტზე სიტყვით წარდგება.
გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის ფარგლებში, სელფი ასევე მიწვეულია UN Summit of the Future-ზე. სამიტს ესწრებიან აკრედიტებული ორგანიზაციები, ქვეყნების დელეგაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სამიტის ფარგლებში, ია მამეიშვილი, მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის რამდენიმე ღონისძიებაში.
სელფი გაეროს გლობალური შეთანხმებისა და UNODC-ის თანამშრომლობით შექმნილი ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის (Think Lab for Business Integrity) წევრია. ჯგუფში მონაწილეობისთვის მსოფლიოს მასშტაბით შეირჩა სულ 25 კომპანია, მათ შორის ერთადერთი ქართული კომპანია - სელფი, მისი ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერის, ია მამეიშვილის სახით.
სხვა სიახლეები
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
22.05.2026.16:57
18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.
სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.
სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული.