სელფის ეთიკისა და კომპლაენს სამსახურის ხელმძღვანელმა ია მამეიშვილმა, UN Leader’s Summit 2024-ზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
24 სექტემბერს „სელფის“ ეთიკისა და კომპლაენს სამსახურის ხელმძღვანელმა ია მამეიშვილმა , UN Leader’s Summit 2024-ზე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: Rights & Bytes: Frontiers of AI and Corporate Responsibility for Human Rights.
ხელოვნური ინტელექტი სრულიად ახალ, განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს კაცობრიობას.
სესიაზე განხილული იყო თუ რა როლი ეკისრება ბიზნესს AI ტექნოლოგიის მართვაში და სად გადის ზღვარი ხელოვნურ ინტელექტის თავისუფალ გამოყენებასა და ადამიანის უფლებას შორის.
იამ, სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად, განიხილა თუ როგორ უნდა მიიღოს ბიზნესმა მხედველობაში და შეაფასოს AI-სთან დაკავშირებული რისკები, იზრუნოს პერსონალური მონაცემების დაცვასა და დაკავშირებული რისკების მიტიგაციაზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.