სელფის კორპორაციული კლიენტები DHR-ის პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა DHR - თან. შედეგად, სელფის კორპორაციული კლიენტები DHR მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.
DHR ადამიანური რესურსების მართვის ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს მართვის სრულიად გაციფრულებულ სერვისს. მრავალფეროვან მომსახურებასთან ერთად, პლატფორმის HR & Payroll სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ HR პროცესების გამარტივებული მომსახურებით, დაზოგონ დრო და მიიღონ მაღალკვალიფიციური ციფრული მომსახურება. DHR საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. პლატფორმა სრულიად ორიენტირებულია როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის საკომუნიკაციო კომფორტსა და პროცესების ეფექტურ მართვაზე.
“სელფი, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში მდგომი კომპანია, მხარს უჭერს ქვეყანაში ციფრული ინდუსტრიის განვითარებას სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის გზით. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთა სიას შემოუერთდა DHR - პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, მოქნილი სერვისით, მარტივად და ეფექტურად მართონ კომპანიის თანამშრომლების შრომით სამართლებრივი და ადმინისტრირების პროცესები საქართველოს კანონმდებლობის და რეგულაციების დაცვით” - აცხადებენ სელფი მობაილში.
დეტალური ინფორმაციისთვის DHR -ის შესახებ, ეწვიეთ: https://digitalhr.ge/
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.