სელფიზე პორტირება ონლაინ გახდა შესაძლებელი, დაპორტირებული მომხმარებლები კი ყოველთვე 1GB+100 წუთით დასაჩუქრდებიან
15 აპრილი, 2024 - სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს პორტირებას უკვე სრულად ონლაინ, ვებგვერდიდან სთავაზობს. პორტირების განაცხადის შევსება უმარტივესი პროცესია. მომხმარებელს პორტირებისას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს სიმ ბარათის ტიპი, როგორც ფიზიკური, ისე eSIM-ი. სელფიში დაპორტირებული მომხმარებლები ერთიწლის განმავლობაში ყოველთვე საჩუქრად მიიღებენ 1GB მობილურ ინტერნეტს და 100 წუთს ნებისმიერ ქსელთან სასაუბროდ. ფიზიკური სიმ ბარათის არჩევის შემთხვევაში, ახალი სიმ ბარათის მისაღებად, აბონენტს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო სერვისით.
„სელფის მიზანია მისი მომხმარებლის გამოცდილება იყოს სასიამოვნო, მარტივი და დროის დამზოგველი. სწორედ ამიტომ სელფიზე პორტირება უკვე სრულად ონლაინ არის შესაძლებელი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, სულ რადენიმე წუთში შეავსოს განაცხადი, გახდეს სელფის აბონენტი და ისარგებლოს კომპანიის მრავალფეროვანი შეთავაზებით,“ - აცხადებენ სელფი მობაილში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.