მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვნენ

news image
mbc image

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკისა და ქ. ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიება ქ. სენაკში, ტექნოპარკში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ტყებუჩავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. 

ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნუგზარ ბერიძემ, სენაკისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელმა პირებმა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მესამედ განხორციელდა. პროექტის მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თოლია“ სანაყინეების ქსელის გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ რიგით 34-ე ფილიალი გახსნა

21.09.2026.16:00

კომპანია „თოლია“ სანაყინეების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. სულ ახლახან კომპანიამ რიგით 34-ე ფილიალი გახსნა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „თოლიას“ სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა ბერდია ბედიაშვილმა განუცხადა.

კომპანია საცალო ნაყინის მიმართულებას ავითარებს და ფილიალების ქსელის გაფართოებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, იმ საანაყინეებში, სადაც სივრცე ამის შესაძლებლობას იძლევა, ინდუსტრიული ნაყინის მაცივრები მონტაჟდება, პარალელურად კი ქსელს ახალი, რიგით 34-ე ფილიალი შეემატა, რომელიც დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე 33 ნომერში მდებარეობს.

გარდა ამისა, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ობიექტის გახსნაზე უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი და მის გახსნას 2027 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ“, - აცხადებს ბერდია ბერდიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა