მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ 75 000 ლარით დააჯარიმა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ ენერგო პრო ჯორჯია“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენსსალიცენზიო პირობების, ექსპლუატაციისა და  უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.  

​სემეკში შესული რამდენიმე კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. სემეკის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საკითხის შესწავლისას დაფიქსირდა, რომ  გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები უხეშად იყო დარღვეული, მათ შორის დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში არსებულ საყრდენებზე განთავსებული მრიცხველების კარადები არ იყო დაკეტილი და წვდომა შეეძლო ნებისმიერ პირს, რიგ შემთხვევებში დაზიანებული იყო კაბელების იზოლაცია და წარმოადგენდა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის. ამასთან, საბავშვო მოედანთან განთავსებულ საყრდენზე მოწყობილი აღრიცხვის კარადები არ იყო დაკეტილი და შეინიშნებოდა შემავალი და გამავალი კაბელების იზოლაციის დაზიანებები. 

სემეკმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაავალა დარღვევების სრულად გამოსწორება.  განსაზღვრულ ვადებში ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ სემეკს აცნობა შესაბამისი სამუშაოების დასრულებისა და პრობლემის მოგვარების შესახებ, თუმცა, სემეკის მიერ ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ არ ჰქონდა სრულად შესრულებული გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობასთან მოყვანის სამუშაოები. 

​სემეკის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დამატებით განესაზღვრა ვადა. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე სემეკში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია სრულად შესრულებულისამუშაოების შესახებ. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა