მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

news image
mbc image

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. 

ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებსა და საკითხებზე სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ უახლესი, სასარგებლო ინფორმაცია და დაესვათ შეკითხვები.

სექტემბრის ტრენინგები შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმო:

  • საგადასახადო სიახლეები - შეხვედრას ტრენერი, დავით პაპიაშვილი უძღვებოდა და მასშიგანხილული იყო, საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითები.  
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა - ტრენინგის  მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული რჩევები მიეღოთ იმაზე, თუ როგორ განსაზღვრონ საწარმოს კატეგორია, შეარჩიონ შესაბამისი ანგარიშგების სტანდარტი, დაადგინონ წარსადგენი დოკუმენტები და თავიდან აიცილონ ვადის დარღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები. 
  • ​​მარაგების​ ​აღრიცხვა​ ​და​ ​მართვა​ - ტრენერმა, ზურაბ ნიკვაშვილმა აუდიტორიას პრაქტიკული​ ​ცოდნა გაუზიარა ​ ​მარაგების​ ​სწორი​ ​აღრიცხვისა​ ​და​ ​ეფექტური​ ​მართვის​ ​შესახებ​. ​მონაწილეები​ იმ​ ​ფინანსურ​, ​ოპერაციულ​ ​და​ ​საგადასახადო​ ​პრინციპებს​აც გაეცნენ, რომლებიც​ ​პირდაპირ​ ​გავლენას​ ​ახდენს​ ​კომპანიის​ ​მოგებაზე​, ​ფულად​ ​ნაკადებსა​ ​და​ ​სამუშაო​ ​კაპიტალზე​. 
  •  ბიუჯეტირება და მომავლის ფინანსური გეგმები - სექტემბრის კიდევ ერთ ტრენინგზე, შეხვედრის მონაწილეებმა პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ბიზნესის სწორი ფინანსური დაგეგმვის, რესურსების ოპტიმიზაციის, რისკების თავიდან აცილებისა და კომპანიის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის შესახებ.
  • ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა - ტრენინგი დაეთმო შემდეგ თემატიკას: როგორ გამოიყენოს ბიზნესმა ფინანსური მონაცემები ყოველდღიური გადაწყვეტილებების, ფულადი ნაკადების, მომგებიანობისა და დაგეგმვის გასაუმჯობესებლად. შეხვედრას ბიზნესის მფლობელები, კომპანიების დირექტორები, ფინანსური და საოპერაციო მენეჯერები, ასევე ის 

გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ, რომლებსაც საკუთარ საქმიანობაში, ფინანსური მონაცემების უკეთ გამოყენება სურთ.  

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება და მის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს  წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.   

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, მეწარმეებისთვის, უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.  

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა