სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და შემოსავლების სამსახურის შეხვედრის მთავარი საკითხი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ BAG-ის ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მინისტრის ბრძანებაში შესულიყო მეტი კონკრეტიკა, რაც სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესს მეტად გამჭვირვალესა და სამართლიანს გახდიდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც ღია დისკუსიის ფორმატში შესაძლებლობა ჰქონდათ ცვლილების პროექტთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, რაც მხარეების შეთანხმებით, გათვალისწინებული და ასახული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულ პროექტში.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან საკმაოდ აქტიური კომუნიკაციის შედეგად, BAG-ის ინიციატივით, მოხდა ცვლილების პროექტის მომზადება, რათა სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესი გახდეს მეტად გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება წევრი კომპანიების ინტერესების დაცვა და შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა. მადლობას ვუხდით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია ყოველთვის მოიტანს პოზიტიურ შედეგებს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.