სეტყვისგან დამცავი ბადეები ჩვენი ფერმერებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია - George Grey Winery-ს დამფუძნებელი დარგის გამოწვევებზე
საქართველოში მეღვინეობის დამხმარე დარგები უნდა განვითარდეს - George Grey Winery-ს დამფუძნებელი დარგის გამოწვევებზე
მეღვინეობა George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი - გიორგი რუხაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის ბიზნესში საქართველოში პრობლემები რამდენიმე მიმართულებით იკვეთება.
„პირველი - ესაა ვენახის მოვლა. იმიტომ რომ საქართველოში ხშირია სეტყვა. დასავლეთის ქვეყნების ვენახებს რომ გადავავლოთ თვალი, იყენებენ სეტყვისგან დამცავ ბადეებს, რაც ჩვენი ფერმერებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. ამის გამო უფრო ნაკლები ვენახია შესაბამისად მოვლილი და დაცული.
რაც შეეხება მეღვინეობის დარგს, აუცილებელია ამ მიმართულებით ცოდნის დონე ამაღლდეს. ასვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო ბოთლის წარმოება, რომელიც საქართველოში არ არის. ქვეყანაში რამდენიმე მილიონი ბოთლი ღვინის ჩამოსხმა ხდება, აქ რომ იყოს წარმოება,ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა.
მეღვინეობის მთავარი გამოწვევაა, რომ გარდა ყურძნისა, სრულად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ქვეყანაში მეღვინეობის დამხმარე დარგები უნდა განვითარდეს“, - ამბობს მეწარმე.
კომპანია წლიურად 100 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. George Grey Winery-ის ღვინოები წარმოდგენილია ევროპაში - ავსტრიაში,გერმანიაში, ჩეხეთსა და შვეიცარიაში. ასევე ექსპორტზე გადის იაპონიასა და უზბეკეთში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.