„შაინ ენერჯი“ 5 კვტ-იან მზის ელექტროსადგურს გაათამაშებს
მზის ელექტროსადგურების სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯი“, რომელიც მომხმარებელს მზის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს, განსაკუთრებულ გათამაშებას იწყებს.
„კერძოდ, „ შაინ ენერჯი“ გაათამაშებს 5 კვტ-იან მზის ელექტროსადგურს (On-Grid) სრული კომპლექტით და მონტაჟით! „მნიშვნელობა არ აქვს, სად გჭირდებათ, ქალაქში თუ სოფელში, მთაში თუ ბარში, ყველგან მოვალთ. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია: I. გამოიწეროთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი ; II. კომენტარში დაგვიწეროთ- ,,მინდა მზის ენერგია'' ; III. მოიწონოთ პოსტი და გადააზიაროთ. გამარჯვებული გახდება - ის, ვის გაზიარებულ პოსტზეც ყველაზე მეტი მოწონება და კომენტარი იქნება “, - აცხადებენ კომპანიაში.
გამარჯვებული გამოვლინდება 30 სექტემბერს, 22:00 საათზე.
„გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ფეიკ ექაუნთებს. ზემოაღნიშნული რომელიმე პირობის არ შესრულების შემთხვევაში პრიზი ავტომატურად სხვა მონაწილეს გადაეცემა“, - აცხადებენ კომპანიაში.
თამაშდება 30 წლიანი საექსპლუატაციო გარანტია; მზის მოდული ASTRONERGY Bifacial Double Glass ; ინვერტერი HUAWEI ; კონსტრუქცია ISOTEC და ყველა სხვ. დამატებითი აქსესუარი;
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.