მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შაქრის იმპორტის გაძვირება არ შეგვეხება, ფასს ვინარჩუნებთ  - ,,ბუმ გრუპი"

news image
mbc image

მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ახდენს, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი არ შეეხება.

როგორც ,,ბუმ გრუპის" კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, ნედლეული საფრანგეთიდან შემოაქვთ, რაც ნიშნავს, რომ საგადასახადო ცვლილება მათზე არ იმოქმედებს.

„წარმოებისთვის შაქარი საფრანგეთიდან შემოგვაქვს, რომელიც ხარისხით გამოირჩევა და წარმოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.  თვითღირებულებაში შიგთავსის ნახევარი შაქარზეა. მთლიან პროდუქტში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.  საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა შაქრის ფასი 700 დოლარის ფარგლებშია. ამ თანხას ემატება 200 დოლარი საზღვაო და საკონტეინერო  გადაზიდვის ტარიფი,  სადილერო მომსახურება და სხვა. დღგ-ს ჩათვლით, რაც შემოგვაქვს, 1 ტონა შაქრის ხარჯი 1000 დოლარამდეა. ამ ფასს შევინარჩუნებთ, საგადასახადო ცვლილება ჩვენ არ გვეხება", - განმარტავს ბესარიონ ურუმაშვილი.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და შაქრის იმპორტს სამომავლოდ დუბაიდან განახორციელებენ. 

„საფრანგეთის შემდეგ, ჩვენთვის მისაღები ვარიანტი დუბაის შაქარია, რომელიც ხარისხით ასევე  გამორჩეულია. შეთანხმება მიღწეულია და ველოდებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების გააქტიურებას,  საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, როგორც კი მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება, უკვე დუბაიდან განვახორციელებთ იმპორტს, დღესდღეობით მაღალი მოსაკრებელია და ამიტომ საფრანგეთიდან შემოგვაქვს", - ამბობს ბესარიონ ურუმაშვილი.

ცნობისთვის, შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება. 1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური  400 ლარი იქნება.

დასახელებული ცვლილება და მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე გამოყენებულ იქნება საგადასახადო შეღავათი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა