Shark|Ninja რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ რუსთავში ახალი შოურუმი გაიხსნა
Shark|Ninja-ს რიგით მე-8 შოურუმი რუსთავი მოლში ოფიციალურად გაიხსნა.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამერიკული ბრენდი Shark|Ninja მომხმარებლებს ინოვაციურ და მრავალფუნქციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს. Ninja ორიენტირებულია სამზარეულოს ტექნიკაზე, ხოლო Shark - თმის მოვლის, სტაილინგისა და სახლის მოვლის მიმართულებებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში Shark|Ninja-ს განვითარება მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლოს. რუსთავში შოურუმის გახსნა ჩვენი რეგიონული სტრატეგიის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით - უახლოეს მომავალში შოურუმებს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გავხსნით. ქართულ ბაზარზე ბრენდის მიმართ მზარდი ინტერესი და გაყიდვების დადებითი დინამიკა ქსელის განვითარების სტრატეგიას კიდევ უფრო ამყარებს. გვსურს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხადოთ ხელმისაწვდომი Shark|Ninja-ს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მომხმარებელთა ყოველდღიურობას ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის“, - აცხადებს ამიერკავკასიაში Shark|Ninja-ს ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის, "ჯეოტეკ დისტრიბუციის", დამფუძნებელი, კახაბერ კობაივანოვი.
დღეისათვის Shark|Ninja საქართველოში 8 ოფიციალური შოურუმით არის წარმოდგენილი: 6 თბილისში, 1 ზუგდიდსა და 1 რუსთავში.
Shark|Ninja-ს შოურუმების კონცეფცია მხოლოდ ინოვაციური ტექნიკის შეძენის სივრცეს არ გულისხმობს - მომხმარებლის გამოცდილებაზეა ორიენტირებული. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გამოსცადონ პროდუქციის ფუნქციური შესაძლებლობები, და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია ბრენდ-ამბასადორებისგან. Shark|Ninja-ს ტექნიკაზე ვრცელდება ოფიციალური 5-წლიანი გარანტია, რაც ხარისხისა და გრძელვადიანი საიმედოობის მთავარი გარანტიაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.