მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

Shark|Ninja ქსელის გაფართოებას აგრძელებს – ბრენდმა ახალი შოურუმი გახსნა

news image
mbc image

2 აგვისტოს, ამერიკული პრემიუმ ბრენდის Shark|Ninja-ს შოურუმი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი გლდანში“ ოფიციალურად გაიხსნა.

Shark|Ninja-ს ახალი სივრცე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ გაიხსნა, რის შედეგადაც მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ბრენდის ინოვაციური ტექნიკის შერჩევა და შეძენა.

Ninja-ს სამზარეულოს მრავალფუნქციური ტექნიკა, Shark-ის თმის სტაილინგისა და სახლის მოვლის ჭკვიანი ტექნოლოგიები მსოფლიოში მილიონობით მომხმარებლის ყოველდღიური არჩევანია.

„მომხმარებელთა მზარდი ინტერესი და ნდობა გვაძლევს შესაძლებლობას, Shark|Ninja-ს ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. „სითი მოლი გლდანში“ ახალი შოურუმის გახსნა ჩვენი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვაგრძელებთ ქსელის გაფართოებას და მომხმარებლებისთვის ახალი სივრცეებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას“, - აცხადებს საქართველოში Shark|Ninja-ს ოფიციალური დისტრიბუტორის, „ჯეოტეკ დისტრიბუციის“ დირექტორი კახაბერ კობაივანოვი.

დღეისათვის Shark|Ninja საქართველოში უკვე 6 ოფიციალური შოურუმით არის წარმოდგენილი, შემდეგ სავაჭრო ცენტრებში:

• სითი მოლი საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. #70, I სართული;
• სითი მოლი გლდანი - ი. ვეკუას ქ. #1, LG სართული;
• თბილისი მოლი - დ. აღმაშენებლის ხეივანი, 213-ე კმ, 0 სართული;
• ისთ ფოინთი - ა. თვალჭრელიძის ქ. #2, ახალი სივრცე, II სართული;
• თბილისი ცენტრალი - სადგურის მოედანი #2, II სართული;
• გალერია თბილისი - შოთა რუსთაველის გამზ. #2/4, 0 სართული.

Shark|Ninja-ს შოურუმებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ ინოვაციურ ტექნიკას, ადგილზე გამოსცადონ და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია ბრენდ-ამბასადორებისგან. Shark|Ninja-ს ინოვაციური ტექნიკის შეძენა საქართველოში ასევე შესაძლებელია ,,ჯეოტეკ დისტრიბუციის“ პარტნიორ ტექნიკის მაღაზიებში.

Shark|Ninja-ს ტექნიკაზე ვრცელდება ოფიციალური 5-წლიანი გარანტია, რაც მომხმარებლისთვის ხარისხისა და გრძელვადიანი საიმედოობის მთავარი გარანტიაა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ხემსი“ ახალი პროდუქტების დამატებას და გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს

22.09.2026.14:00

„ხემსი“ ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პროდუქტისა და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა პავლიაშვილი Business Insider Georgia-სთან ბრენდის საქმიანობის, მიმდინარე ასორტიმენტის, მომხმარებლის მოთხოვნისა და განვითარების გეგმების შესახებ საუბრობს.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ხემსი - HEMSY ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ პერიოდში ბრენდი მომხმარებელს დღევანდელისგან განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობდა. გარკვეული პერიოდის პაუზისა და მცირე რეორგანიზაციის შემდეგ, HEMSY-ის წარმოება 2026 წელს ახალი კონცეფციითა და პროდუქციით განახლდა.

დღეს ჩვენი მთავარი მიმართულება არის გემრიელი და უფრო გააზრებული კვების ალტერნატივების შექმნა, რომლის მთავარი პროდუქტიც ამ ეტაპზე ჰუმუსია. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს კლასიკურსა და შოკოლადის ჰუმუსს, რომლებიც აერთიანებს როგორც ნოყიერ, ყოველდღიურ საკვებს, ისე ტკბილეულის უფრო განსხვავებულ, უშაქრო ალტერნატივას.

ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა ნიშნავდეს გემოსა და სიამოვნებაზე უარის თქმას. ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არის გემრიელი, მარტივად მოსახმარი და ადვილად ინტეგრირდება მომხმარებლის ყოველდღიურ კვებაში.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა პროდუქტებზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ამჟამად ბრენდის ძირითადი ასორტიმენტი ორი პროდუქტით არის წარმოდგენილი:

Classic Hummus - კლასიკური, კრემოვანი ჰუმუსი;
Chocolate Hummus - ჰუმუსის განსხვავებული, დესერტული ინტერპრეტაცია, რომელიც საბოლოო ფორმით ძალიან მალე ჩაეშვება და ექნება 0 შაქარი.

ორივე პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უშაქრო ფორმულა, ხოლო ბრენდის კომუნიკაციაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეულ ცილასა და ბოჭკოს.

მომხმარებლის ინტერესს განსაკუთრებით იწვევს შოკოლადის ჰუმუსი, რადგან ბაზარზე ჰუმუსის ასეთი ფორმატი შედარებით განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა, ხოლო კლასიკური ჰუმუსი ძირითადი და სტაბილური პროდუქტია. სულ მალე ჩვენი ძველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი, გოგრის გულის კარაქიც ჩაეშვება გაყიდვაში.

რას მიიჩნევთ „ხემსის“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტებს ბაზარზე?

„ხემსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ჯანსაღი კვებისა და გემოვნური სიამოვნების გაერთიანება.

ჩვენ არ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ჯანსაღია". ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს რეალურად გემრიელი, საინტერესო და მარტივად ჩასასმელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

განსაკუთრებით გამოგვარჩევს ჰუმუსის განსხვავებული ინტერპრეტაცია - კლასიკური ჰუმუსის პარალელურად შოკოლადის ჰუმუსის შექმნა. ამასთან, HEMSY-ის პოზიციონირება ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა უშაქრო, მცენარეული ცილისა და ბოჭკოს შემცველობა და უფრო გააზრებული არჩევანის შეთავაზება მომხმარებლისთვის. შოკოლადის ჰუმუსის განახლებული ფორმულა 0 შაქარით, განსაკუთრებით საინტერესოა ინსულინრეზისტენტული, დიაბეტის მქონე მომხმარებლისთვის, ასევე 2 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მას აქვს 0 გლიკემიური ინდექსი და სისხლში შაქრის დონეს საერთოდ არ ცვლის. შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ალულოზა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული და ჯანსაღი შაქრის ალტერნატივაა ბაზარზე.

რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა ახალი პროდუქტების ან მიმართულებების დამატებას განიხილავთ მომავალში?

„ხემსის“ მთავარი მიზანია ბრენდის უფრო ფართო დისტრიბუცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა პროდუქტი მომხმარებელმა სხვადასხვა რეალიზაციის წერტილში მარტივად იპოვოს.

ამასთან, გვსურს ეტაპობრივად გავზარდოთ ჯანსაღი სნექებისა და ყოველდღიური კვების პროდუქტების ბრენდად და არა მხოლოდ ჰუმუსის მწარმოებლად. შესაბამისად, სამომავლოდ განვიხილავთ ასორტიმენტის გაფართოებას ჰუმუსის გარდა სხვა პროდუქტების მიმართულებითაც, რომლებიც შეინარჩუნებს ბრენდის ძირითად პრინციპებს - გემრიელი, საინტერესო და უფრო გააზრებული კვების არჩევანი.

ასევე გვაინტერესებს ახალი ფორმატები და პარტნიორული მიმართულებები, მათ შორის სხვადასხვა კონცეპტუალურ სივრცეში ჩვენი პროდუქტის ინტეგრირება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქტი არა მხოლოდ მაღაზიის თაროდან, არამედ უკვე მზა კვების გამოცდილების ნაწილადაც გაიცნოს. ამჟამად ჰუმუსის შეძენა შესაძლებელია ფრესკოს, ევროპროდუქტის და ვოლტმარკეტის საშუალებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა