Shark|Ninja-ს შოურუმი ზუგდიდში გაიხსნა
ამერიკული პრემიუმ ბრენდის Shark|Ninja-ს ახალი შოურუმი ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ „ზუგდიდი მოლში“ გაიხსნა.
Ninja-ს სამზარეულოს მრავალფუნქციური ტექნიკა და Shark-ის სახლის მოვლისა და თმის სტაილინგის ინოვაციური ტექნოლოგიები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებლის ყოველდღიური არჩევანია. ბრენდის წარმატების საიდუმლო მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ერგონომიულ დიზაინში, მაღალტექნოლოგიურ ფუნქციებსა და ფასის და ხარისხის საუკეთესო ბალანსშია.
,,ზუგდიდში ახალი შოურუმის გახსნით Shark|Ninja-ს ინოვაციური ტექნიკა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა როგორც ზუგდიდის, ასევე მიმდებარე რაიონების მოსახლეობისთვის. რეგიონებში ქსელის განვითარება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი უახლოესი გეგმები უკავშირდება ახალი შოურუმების გახსნას რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ასევე, მიმდინარე წელს სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, — აცხადებს საქართველოში Shark|Ninja-ს ოფიციალური დისტრიბუტორის, „ჯეოტეკ დისტრიბუციის“ დირექტორი კახაბერ კობაივანოვი.
დღეისათვის Shark|Ninja საქართველოში უკვე 7 ოფიციალური შოურუმით არის წარმოდგენილი:
• თბილისი, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
• თბილისი, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი გლდანი“
• თბილისი, სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
• თბილისი, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
• თბილისი, სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“
• თბილისი, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“
• ზუგდიდი, სავაჭრო ცენტრი „ზუგდიდი მოლი“
ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, 13 სექტემბრის ჩათვლით, Shark|Ninja-ს ყველა შოურუმში ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
Shark|Ninja-ს ოფიციალურ შოურუმებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე გამოსცადონ ტექნიკა, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია ბრენდ ამბასადორებისგან და გააკეთონ საუკეთესო არჩევანი. Shark|Ninja-ს ტექნიკაზე ვრცელდება ოფიციალური 5-წლიანი გარანტია.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
24.11.2026.20:00
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა გააფართოვა და თბილისში ახალი, თანამედროვე სასწავლო შენობა გახსნა. ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს, 24 ნოემბერს, გაიმართა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 13 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა თანამშრომლობის დაწყება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), კონკრეტულად კი - MIT Open Learning-ის საგანმანათლებლო მიმართულებასთან. პარტნიორობის ფარგლებში, Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამასაც გაივლიან.
Skillwill საქართველოს მასშტაბით ოთხ სასწავლო სივრცეს აერთიანებს - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებებით. პროგრამები პრაქტიკულ სწავლებასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
თიბისისა და Skillwill-ის ჯგუფის პარტნიორობა 5 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად 110 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული, საიდანაც 80 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.
„თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. პარტნიორებთან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ბოლო სამ წელში თიბისის ტექ სკოლის, კამპუსისა და IT აკადემიის პროგრამებით 11 000 ადამიანი გადავამზადეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Skillwill-თან ერთად განხორციელებული პროექტის მიზანიც იგივეა - მივცეთ ახალგაზრდებს საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე წვდომა და დავეხმაროთ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ასეთი ინიციატივებით ხელს ვუწყობთ კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შრომის ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის” - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.
“თიბისი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნაში. გვჯერა, რომ განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შევქმნათ საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც საერთაშორისო ცოდნას, ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებსა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გააერთიანებს“, – გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი.