მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

შარშან დავაანონსეთ და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ახალ პროექტზე, რომელიც უკვე მზადაა - ფესტივალის ტერიტორიაზე აშენდება მესამე საკონცერტო დარბაზი, რომელიც სასტუმროს უკან, ვენახების ტერიტორიაზე განთავსდება | გიორგი რამიშვილი

news image
mbc image

„მოხარული ვარ, რომ წინანდლის ფესტივალი უკვე მერვედ გაიხსნა. შარშან დავაანონსეთ და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ახალ პროექტზე, რომელიც უკვე მზადაა. ფესტივალის ტერიტორიაზე აშენდება მესამე საკონცერტო დარბაზი, რომელიც სასტუმროს უკან, ვენახების ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაოები ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყება და, ჩვენი ვარაუდით, არაუგვიანეს 2029 წლისა, ფესტივალს მესამე საკონცერტო დარბაზიც შეემატება", - აცხადებს გიორგი რამიშვილი, სილქნეტის და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

23.10.2026.11:35

ლოს-ანჯელესში გამართულ Kong Innovator Awards 2026-ზე თიბისიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ნომინაციაში Top Kong Innovator – Developer Experience გაიმარჯვა. ჯილდო თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტისთვის - API-ინტეგრაციის პლატფორმის განახლებისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესებისთვის გადაეცა. 

გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, თიბისი ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ცვლილების შედეგად, პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების, გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა მიეცათ; ცენტრალური გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდა. ამ ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.

განახლებული პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და ქმნის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე - Kong API + AI Summit 2026 - თიბისისწარმომადგენლებმა - სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) აუდიტორიას თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარუდგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Spotify, Dell, Prudential და Ericsson.

Kong Innovator Awards 2026-ზე მიღებული აღიარება ადასტურებს თიბისის ტექნოლოგიური გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას - როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვის, ისე მუშაობის მოდელის გარდაქმნისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა