,,შავ პარასკევთან" დაკავშირებით გაყიდვების რეკორდულ ზრდას ველოდებით - ,,სინომი რითეილი"
ე.წ „შავი პარასკევი“ ახლოვდება. წელს გრანდიოზული ფასდაკლებების დღე 24 ნოემბერი იქნება, თუმცა, ბევრი მაღაზია და ბრენდი ფასდაკლებული პროდუქციის გაყიდვას უფრო ადრეც დაიწყებს.
საქართველოში ტანსაცმლის რითეილის სფეროში წამყვანი კომპანია, „სინომი რითეილის” დირექტორის რევაზ მაღალაშვილის თქმით, ,,შავ პარასკევთან" დაკავშირებით გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან.
კერძოდ, როგორც მაღალაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, ,,შავი პარასკევის" რეალიზაცია ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, 5-ჯერ მეტია ხოლმე და ტრენდი წელსაც შენარჩუნდება.
,,შავი პარასკევი ყოველწლიურადაა და ამ თარიღთან დაკავშირებით აქციები ყოველთვის გვაქვს მომხმარებლებისთვის. ტრადიციას არც წელს ვუღალატებთ. ამ დროს რეკორდულად მეტი მომხმარებელი მოდის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ წელსაც იგივე ტრენდი განმეორდება და ფასდაკლებით უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს.
წინასწარ არ ვაცხადებთ ხოლმე, რამდენპროცენტიან ფასდაკლება ვთავაზობთ, თუმცა ძალიან კარგი და მომხმარებლისთვის მისაღები საფასო ცვლილება გვექნება. როგორც ტრადიცია აჩვენებს, ,,შავი პარასკევის" პერიოდში, ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, გაყიდვები 5-ჯერ ზრდადია და წელსაც ანალოგიურ ვითარებას ველოდებით", - ამბობს რევაზ მაღალაშვილი.
ცნობისთვის, ,,სინომი რითეილი" ტანსაცმლის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს, ფლობს ინდიტექსის ოფიციალურ და ექსკლუზიურ ფრენჩაიზს. კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
როგორც წესი, ე.წ შავი პარასკევი აქტიურად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, კერძოდ, პარასკევი, შაბათი და კვირა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.