მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება

news image
mbc image

1-ელი ნოემბრიდან „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მომხმარებლებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ. „შავი პარასკევის“ ფარგლებში, იაპონური ბრენდის ორ ყველაზე პოპულარულ SUV მოდელზე, Mazda CX-5 2.5-სა და Mazda CX-60 2.5-ზე, ექსკლუზიური ფასები იმოქმედებს, რაც 20%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. შეთავაზება მთელი ნოემბრის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
ხარისხითა და გამძლეობით ცნობილი „მაზდას“ ავტომობილები ქართულ ბაზარზე თავისი კონკურენტული ფასით ისედაც გამორჩეულია. ნოემბრის შეთავაზება კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბრენდის ფლაგმანი მოდელები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. სააქციო პირობები ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მაკა სახვაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი: „სააქციოდ Mazda CX-5 და Mazda CX-60 შემთხვევით არ შეგვირჩევია. მაღალი გამავლობის, სრულამძრავიანი (AWD) SUV მოდელები უმაღლესი კომპლექტაციით, კომფორტითა და საიმედოობით გამოირჩევა. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილის მართვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ნიშნავს, რაც ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის. შესაბამისად, მოთხოვნა „მაზდას“ ამ მოდელებზე სულ უფრო იზრდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, „შავი პარასკევის“ შეთავაზება სწორედ მათზე გაგვევრცელებინა.

გასათვალისწინებელია, რომ Mazda CX-5 ბოლო წარმოებიდან გახლავთ და მხოლოდ რამდენიმე ერთეულია დარჩენილი. შესაბამისად, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის კარგი შესაძლებლობაა, სრულად აღჭურვილი CX-5 High Plus, 85 600 ლარის ნაცვლად, 69 500 ლარად შეიძინონ. რაც შეეხება Mazda CX-60-ს, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ფერში კვლავ ხელმისაწვდომია. ფასი კი, აქციის ფარგლებში, 90 500-დან 74 500 ლარამდე შემცირდა, რაც მის ხელმისაწვდომობას ზრდის“.

Mazda CX-5 High Plus უნივერსალური ავტომობილია, რომელიც თანაბრად ერგება განსხვავებული ასაკისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს. აღჭურვილია 360-გრადუსიანი კამერით, სავარძლების გათბობა-გაგრილებითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. იაპონური წარმოების ეს პოპულარული მანქანა იდეალურია როგორც ქალაქში გადაადგილების, ისე ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.

ბრენდის პრემიალური ხაზიდან არის Mazda CX-60. მისი შთამბეჭდავი ექსტერიერი, ფართო და კომფორტული სალონი, ხარისხიანი მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები ავტომობილის მართვას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. CX-60 შექმნილია მათთვის, ვინც აფასებენ როგორც დინამიკურ მართვასა და სპორტულ ვიზუალს, ისე სივრცეს, კომფორტსა და პრემიუმ კლასისთვის დამახასიათებელ დეტალებს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საქართველოში ბრედის ექსკლუზიური წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონიაში წარმოებულ ამ ავტომობილებზე ოფიციალური ქარხნული ხუთწლიანი გარანტია ვრცელდება. ეს კი მფლობელებისთვის დამატებითი სიმშვიდისა და საიმედოობის გარანტიაა.

ამასთანავე, მომხმარებლებს ლიზინგის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მოქმედებს Trade-in სისტემაც, რაც ნებისმიერი ბრენდის ძველი ავტომობილის ჩაბარებას, სხვაობის დაფარვასა და ახალი „მაზდას“ მარტივად შეძენას გულისხმობს.

სააქციო მოდელებთან ერთად, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში მალე ხელმისაწვდომი იქნება სრულად განახლებული Mazda CX-5 (2.5-ლიტრიანი მსუბუქი ჰიბრიდული ძრავით). უკვე გაწერილია მომავალი წლის გეგმებიც. 

„2027 წლის მეორე ნახევრიდან მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტის შთამბეჭდავ სიახლეს, ყველაზე დიდი ზომის, 7-ადგილიან, SUV-ს, Mazda CX-90-ის ჰიბრიდულ ვერსიას წარვუდგენთ. დარწმუნებულები ვართ, ეს მოდელი განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც ეძებენ პრემიუმ კლასის ავტომობილს საწვავის ეკონომიური მოხმარებით, ტევადობითა და უმაღლესი დონის კომფორტით“, - აღნიშნავს მაკა სახვაძე.

იაპონური წარმოების ავტომობილების სრული ხაზის ტესტდრაივი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში ელოდებიან როგორც „შავი პარასკევის“ შეთავაზებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, ისე ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც „მაზდას“ მოდელების პირადად გამოცდა სურთ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია  „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა